შვეიცარიელმა მეკარემ დიეგო ბენალიომ “ვოლფსბურგთან” კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2017 წლის ივლისამდე დარჩება. ინფორმაციას “მგლების” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
გოლკიპერი გერმანული გუნდის ღირსებას 2008 წლის იანვრიდან იცავს. ბენალიოს “ვოლფსბურგის” მაისურით 232 მატჩი აქვს ჩატარებული.