დიდი სლემის 17-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი პარიზის მასტერსის 1/8-ფინალში მოულოდნელად ამერიკელ ჯონ იზნერთან 6:7, 6:3, 6:7 დამარცხდა. შეხვედრა 2 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. იზნერმა შეხვედრაში ვერც ერთი ბრეიკი ვერ შეასრულა, ტაი-ბრეიკზე კი თავისი უძლიერესი ჩაწოდების ხარჯზე იმარჯვა.
იზნერმა 27 ეისი ჩააწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვა, ფედერერს 13 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
ჯონი მეოთხედფინალში დავიდ ფერერს შეხვდება.
ამერიკელმა კარიერის მანძილზე ფედერერი მეორედ დაამარცხა.
პარიზის მასტერსის საპრიზო ფონდი 2.6 მილიონ დოლარს შეადგენს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სალამი ყველას ძმებს როგორ ხართ ჯიგრებო
რაც შეეხება ფედიას ბაზელში მოგებას ძალიან გამიხარდა მითუმეტეს რომ ნადალს მოუგო.
გუშინდელ მატჩს რაც შეეხება ძალიან ცუდად ითამაშა და კარგი იყო ჯონი და ღირსეულად მოიგო.
კი გამიტყდა წაგება მაგრამ რაღაც დოზით კარგია დაისვენებს შემაჯამებელი სანამ დაიწყება რაღაც დოზით კარგია ეს ფედიასთვის...
ნამდვილად მოულოდნელი.