ფეხბურთი

20:00 | 5.11.2015 | ნანახია 1283 - ჯერ

“ზენიტმა” ჩემპიონთა ლიგაზე “სპარტაკის” შედეგი გაიმეორა

სანკტ-პეტერბურგის “ზენიტმა” ჩემპიონთა ლიგაზე 4 მატჩის შემდეგ მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა და მოსკოვის სპარტაკის შემდეგ გახდა მეორე რუსული გუნდი, რომელიც ასე ნაადრევად გავიდა ჯგუფიდან.

რუსეთის დედაქალაქის კლუბმა 1995/96 წლების სეზონში B ჯგუფში იასპარეზა და 6 თამაში მოიგო.

ვილაშ ბოაშის გუნდი დარჩენილ ორ მატჩს “ვალენსიასთან” შინ და “გენტთან” სტუმრად გამართავს. “ზენიტს” აქვს შანსი ყველა მატჩის მოგებით “სპარტაკის” კიდევ ერთი შედეგი გაიმეოროს.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:58 | 06.11.2015
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

ღმერთმა ნუ ქნას!

00:48 | 06.11.2015
dinamo222 (8587)

პუტინი პატრონოვს მაგ გუნდს და მოიგებენ აბა რა იქნება ! მალე ლიგის თასსაც უყიდის პუტლერი თავის გუნდს როგორც ადრე უეფას თასი უყიდა !

23:02 | 05.11.2015
Ginobili.20 (932)

პრემიებით და ნორმალური ხელფასებით თუ წაახალისებენ ჩვენებს, ჩემპიონატის დონეც ამაღლდება და უფრო მეტ შედეგსაც დადებენ ასე მგონია.. თორე ნიჭიერები ჩვენც ბევრი გვყავს

22:47 | 05.11.2015
pana (415)

250 მილიონი რომ ექნა რომელი ქართულ კლუბს ბიუჯეტი აი მაშინ გავალთ

21:29 | 05.11.2015
5_stars (11475)

ჩვენ როდის გვეღირსება ლიგაზე გასვლა, ზედიზედ 4 მოგებას ვინ დარდობს

0.117156