“ორლანდო მეჯიქის” მონტენეგროელმა ცენტრმა ნიკოლა ვუჩევიჩმა “ჰიუსტონთან”(114:119) მატჩის მესამე პერიოდში მუხლის ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
ჯერჯერობით უცნობია ვუჩევიჩის მუხლის დაზიანების ხარისხი. Score-ის ცნობით, ნიკოლას საფუძვლიანი სამედიცინო შემოწმება პარასკევს ჩაუტარდება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება კალათბურთელი პარკეტს როდის დაუბრუნდება.