1975 წლის 5 ნოემბერს დაიბადა გიორგი გახოკიძე. საქართველოს ეროვნული ნაკრების (1996-2006), რუსთავის “მეტალურგის” (1993-95), თბილისის “დინამოს” (1995-96), ფოთის “კოლხეთის” (1996-07), ვლადიკავკაზის “სპარტაკ-ალანიას” (1997-98), ეინდჰოვენის პსვ-ს (1998-99, 2000-03), ჰაიფას “მაკაბის” (1999-2000), ენსხედეს “ტვენტეს” (2003-04, 2005-06), დონეცკის “მეტალურგის” (2004) ნახევარმცველი. გახოკიძის პსვ-ში ყოფნის პერიოდში ეინდჰოველებმა ჰოლანდიის ჩემპიონობა და სუპერთასი მოიგეს, ხოლო “ტვენტეს” შემადგენლობაში გახოკიძეს ბენილუქსელთა თასი აქვს მოპოვებული. საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 21 მატჩში, 3 გოლი აქვს გატანილი, აქედან ერთი 2001 წლის 2 ივნისს იტალიასთან ჯანლუიჯი ბუფონის კარში.







