ფეხბურთი

15:38 | 5.11.2015 | ნანახია 527 - ჯერ

ანანიძე კვლავ ვერ ვარჯიშობს

ჯანო ანანიძე კვლავ ვერ ვარჯიშობს მოსკოვის "სპარტაკის" საერთო ჯგუფში. ქართველ ნახევარმცველს ტრავმიანობის პერიოდი მოსალოდნელზე დიდხანს გაუგრძელდა.

ანანიძეს 4 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია: იმ დღეს მან კარგი მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, როცა შოტლანდიას 1:0 მოვუგეთ.

ჯანომ ოქტომბრის სანაკრებო შეხვედრები გამოტოვა და ვერც უახლოეს სანაკრებო მატჩებში იქნება: 11 ნოემბერს ესტონეთში და 16 ნოემბერს ალბანეთთან თამაშები გაუცდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:55 | 06.01.2020
Mr_gr (1404)

რესურსი არ აქვს ლაციოს თორემ კარგ ფეხბურთს თამაშობენ სხვებთან შედარებით

0.067271
527