ჩოგბურთი

13:48 | 5.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი მეოთხედფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) მე-2 წრეც იოლად დასძლია.

პირველ ნომრად განთესილმა მეტრეველმა კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული, ბელგიელი ბენჟამინ დჰოე 6:3, 6:3 დაამარცხა და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც მე-7 რეიტინგის მქონე რუმინელ ვასილ ანტონესკუს გაეჯიბრება.

ამ უკანასკნელმა მძიმე ბრძოლაში ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ ავსტრიელ დომინიკ ვეიდინგერს 1:6, 6:2, 7:6 (8:6) მოუგო.

შეგახსენებთ, რომ წყვილთა ტურნირში მეტრეველს და ბელარუს იარასლაუ შილას ასევე პირველი განთესვა გააჩნიათ და მეოთხედფინალში უკრაინელ ალეკსეენკოს და ყაზახ ხასანოვს დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115346