უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტთა რიგებს სანქტ-პეტერბურგის “ზენიტიც” შეუერთდა. რუსებმა ჯგუფში ყველა თამაში მოიგეს პლეი-ოფში თამაში ფაქტობრივად უკვე პირველი ადგილით გაინაღდეს. ამავე მიზანთან ძალზე ახლოს არიან “ბარსელონა”, “ბაიერნი”, “ოლიმპიაკოსი” და “პორტუ”.
E ჯგუფი
როგორც მოსალოდნელი იყო კატალონიის “ბარსელონას” ბორისოვის “ბატეს” ძლევა არ გასჭირვებია, თუმცა არც თავი გამოუდვია დიდად. ესპანელებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. უნდა აღინიშნოს, რომ ტრიბუნებზე შეკრებილ ქომაგებს პირველი გოლისთვის ცდა ნახევარი საათი მოუწიათ და მერე ნეიმარმა პენალტი გაიტანა. “ბარსას” პლეი-ოფში თამაში ჯერ ოფიციალურად არ გაუნაღდებია, თუმცა ეს მხოლოდ ფორმალობაა.
დაახლოებით იგივე სცენარით განვითარდა მატჩი რომში, როგორც ორი კვირის წინ ლევეკრუზენში. პირველ ტაიმში “რომამ” მეტოქეს 2 უპასუხო გოლი გაუტანა და თითქოს ასე სასიცოცხლო მნიშვნელობის სამ ქულას ადვილად ირგუნებდა, მაგრამ მეორე ტაიმის საწყის 6 წუთში ორჯერ გაუშვა და ანგარიშიც გათანაბრდა. ანუ, მოხდა ის, რაც “ბაი არენაზე”, როცა “ბაიერმა” 4 წუთში ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა. და მაინც, დღევანდელი შეხვედრა ძველი სცენარით მაინც არ დამთავრდა. თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მირალემ პიანიჩის გატანილი პენალტი “რომასთვის” სამი ქულის მომტანი აღმოჩნდა, რამაც იტალიური გუნდი მეორე ადგილზე დაამკვიდრა.
“ბარსელონა” – “ბატე” 3:0 (1:0) (VIDEO)
ბარსელონა, “კამპ ნოუ”
მაყურებელი: 68 502
“ბარსელონა” (4-3-1-2): ტერ შტეგენი; ალვეში, მასკერანო, ვერმაელენი, ადრიანო; რაკიტიჩი (მუნირი 20), ბუსკეტსი (გუმბაუ 76), ინიესტა (ბარტრა 68); სერხი რობერტო; სუარესი, ნეიმარი
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
“ბატე” (4-2-3-1): ჩერნიკი; გაიდუჩიკი, მილუნოვიჩი, მლადენოვიჩი, პოლიაკოვი; იაბლონსკი, ა. ვოლოდკო (ნიკოლიჩი 68); სტასევიჩი, მ. ვოლოდკო (რიოსი 78), გორდეჩუკი; მოზოლევსკი (გლები 60)
მწვრთნელი: ალექსანდრ იერმაკოვიჩი
გოლები: 1:0 ნეიმარი (30, პენ), 2:0 სუარესი (60), 3:0 ნეიმარი (83)
გაფრთხილება: ალვეში (51) - მალდენოვიჩი (30), მოზოლევსკი (44), ნიკოლიჩი (80)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (7) – 5 (3) ბურთის ფლობა: 69%-31% კუთხურები: 7:1 თამაშგარე: 5:2
მსაჯი: იშტვან ვადი (უნგრეთი)
“რომა” – “ლევერკუზენი” 3:2 (2:0) (VIDEO)
რომი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 37 000
“რომა” (4-3-3): შჩესნი; ფლორენცი (მაიკონი 57, ტოროსიდისი 76), მანოლასი, რუდიგერი, დინიე; ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი; სალაჰი, ჯეკო, ჟერვინიო (იტურბე 68)
მწვრთნელი: რუდი გარსია
“ლეევრკუზენი” (4-2-2-2): ლენო; დონატი, ტაჰი, პაპაოდპულოსი, ვენდელი; ტოპრაკი, კამპლი; ჩალჰანოღლუ, მეჰმედი (ბრანდტი 88); ჩიჩარიტო, კისლინგი (ბელარაბი 46, კრამერი 73)
მწვრთნელი: როჯერ შმიდტი
გოლები: 1:0 სალაჰი (2), 2:0 ჯეკო (29), 2:1 მეჰმედი (46), 2:2 ჩიჩარიტო (51), 3:2 პიანიჩი (80, პენ)
გაფრთხილება: ტოროსიდისი (90), შჩესნი (90) – პაპადოპულოსი (61)
გაძევება: ტოპრაკი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 6 (4) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 2:0 თამაშგარე: 2:8
მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)
F ჯგუფი
ლონდონის “არსენალმა” ორი კვირის უკან მიუნხენის “ბაიერნი” გააბრაზა და შედეგიც მოიმკა. პეპ გვარდიოლას გუნდმა არსენ ვენგერის “არსენალი” პატარა ბავშვივით დაჩაგრა და 5:1 გაანადგურა. მიუხედავად ამ მოგებისა, “რეკორდმაისტერს” პლეი-ოფს საგზური ოფიციალურად ჯერ კიდევ არ გაუფორმებია.
ასეთივე დღეშია პირეოსის “ოლიმპიაკოსი”, რომელმაც ზაგრების “დინამოს” ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოუგო და 9 ქულას მოუყარა თავი. ბერძნები “არსენალს” 6 ქულით უსწრებენ და თანაც ამ დროისთვის ურთიერთამაშებშიც ჯობნიან, რადგან ლონდონში აქვთ მოგებული. მოკლედ “მეთოფეების” საქმე მძიმედაა...
“ბაიერნი” – “არსენალი” 5:1 (3:0) (VIDEO)
მიუნხენი, “ალიანს არენა”
მაყურებელი: 70 000
“ბაიერნი” (4-2-3-1): ნოიერი; ლამი, ბოატენგი (ბენატია 68), მარტინესი, ალაბა; ალკანტარა, ალონსო; მიულერი, კომანი (რობენი 54), დუგლას კოშტა; ლევანდოვსკი (ვიდალი 71)
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
“არსენალი” (4-2-3-1): ჩეხი; დებუში, მერტესაკერი, პაულისტა, მონრეალი; კაზორლა (ჩამბერსი 87), კოკელინი; კემპბელი (გიბსი 59), იოზილი სანჩესი; ჟირუ (ივობი 85)
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (10), 2:0 მიულერი (29), 3:0 ალაბა (44), 4:0 რობენი (55), 4:1 ჟირუ (69), 5:1 მიულერი (89)
გაფრთხილება: იოზილი (12), კემპბელი (25)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (13) – 7 (2) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 9:1 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)
“ოლიმპიაკოსი” – “დინამო” (ზაგრები) 2:1 (0:1) (VIDEO)
ათენი, “კარაისკაკისი”
მაყურებელი: 32 000
“ოლიმპიაკოსი” (4-2-3-1): რობერტო; ელაბდელაუი, ბოტია (და კოსტა 52), სიოვასი, მასუაკუ; მილოვოევიჩი, კასამი (ფინბოგასონი 81); ფორტუნისი, ერნანი (პარდო 64), სება; იდიე ბრაუნი
მწვრთნელი: მარკო სილვა
“დინამო” (4-3-3): ედუარდო; სანტოსი, მატელი, ტარაველი, პივარიჩი; ანტოლიჩი, მაჩადო, როგი; ფერნნადესი (მუსა 88), ჰოჯიჩი (ენრიკეზი 57), პიაცა (სიგალი 81)
მწვრთნელი: ზორამ მამიჩი
გოლები: 0:1 ჰოჯიჩი (21), 1:1 პარდო (65), 2:1 პარდო (90)
გაფრთხილება: როგი (13), პივარიჩი (29, 79), სანტოსი (54), მაჩადო (69)
გაძევება: პივარიჩი (79)
გამოუყენებელი პენალტი: ფორტუნისი (54)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (5) – 4 (2) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 8:2 თამაშგარე: 0:3
მსაჯი: ანტონიო მატეუ (ესპანეთი)
G ჯგუფი
ვინძლო, ახლა ჟოზე მოურინიო “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი არც ყოფილიყო რომ არა, ბრაზილიელი ვილიანის შეხვედრის დასრულებამდე 7 წუთით ადრე გატანილი გოლი, რამაც “ჩელსის” კიევის “დინამო” დაამარცხებინა. მანამდე, მასპინძლები დრაგოვიჩის ავტოგოლით კარგა ხანს იგებდნენ, მაგრამ იმავე დრაგოვიჩმა შეცდომა გამოასწორა და ერთი ხანობა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ეს კიეველებს სასურველი ქულის მოპოვებისთვის არ ეყოთ.
პორტუგალიური “პორტუ” კი თელ ავივიდან სამშობლოში დაგეგმილი სამი ქულით ბრუნდება. “დრაკონებმა” ჯგუფის ღრმა აუტსაიდერ “მაკაბის” ადვილად და დაუბრკოლებლად აჯობეს. მართალია, იულიან ლოპეტეგის გუნდს ჯერ მერვედფინალის საგზური არ გაუნაღდებია, მაგრამ მესამე ადგილოსან “დინამოს” 5 ქულით უსწრებს...
“ჩელსი” – “დინამო” (კიევი) 2:1 (1:0) (VIDEO)
ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”
მაყურებელი: 41 000
“ჩელსი” (4-2-3-1): ბეგოვიჩი; ასპილიკუეტა, ზუმა, ტერი, ბაბა; რამირესი, მატიჩი; ვილიანი (კეჰილი 90), ფაბრეგასი (პედრო 80, ოსკარი (აზარი 80); დიეგო კოშტა
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
“დინამო” (4-2-3-1): შოვკოვსკი; დრაგოვიჩი, ვიდა, ხაჩერიდი, ანტუნეში; რიბალკა, სიდორჩუკი (გარმაში 46); გონსალესი, ბიალსკი, იარმოლენკო; კრავეტსი (მორაეში 56)
მწვრთნელი: სერგეი რებროვი
გოლები: 1:0 დრაგოვიჩი (34, ა.გ), 1:1 დრაგოვიჩი (78), 2:1 ვილიანი (83)
გაფრთხილება: გონსალესი (27), ანტუნეში (59), ბუალსკი (72)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 11 (2) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 6:7 თამაშგარე: 3:4
მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)
“მაკაბი” – “პორტუ” 1:3 (0:1) (VIDEO)
თელ ავივი, “სამი ფოერ სთედიუმი”
მაყურებელი: 28 000
“მაკაბი” (4-3-3): რაიკოვიჩი; ტიბი, ჰარუში (ბენ ბასატი 46), ბენ ჰაიმი, გარსია; ალბერმანი, ვერმუთი (მიტროვიჩი 46), პერეტცი (აიეგბორი 46); ბენ ჰაიმი, ზაჰავი, რიკანი
მწვრთნელი: სლავისა იოკანოვიჩი
“პორტუ” (4-3-3): კასილიასი; მაქსი პერეირა, მარტინს ინდი, მარკანო, ლაიუნი; ნევეში, ევანდრო (ერერა 62), დ. პერეირა; ტელო (ვარელა 76), აბუბაკარი, ანდრე ანდრე (იმბულა 89)
მწვრთნელი: იულიან ლოპეტეგი
გოლები: 0:1 ტელო (19), 0:2 ანდრე ანდრე (50), 0:3 ლაიუნი (72), 1:3 ზაჰავი (75, პენ)
გაფრთხილება: ჰარუში (42), ბენ ჰაიმი (88) – მაქსი პერეირა (74)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 19 (8) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 4:10 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: ანასტასიოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)
H ჯგუფი
სანქტ-პეტერბურგის “ზენიტი” თავის ისტორიას წერს. ამ გუნდმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მიჯრით 4 შეხვედრა მოიგო და ახლა მერვედფინალშია. მეტიც, თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, რუსები შემდეგ ეტაპზე პირველი ადგილით გავლენ. ანდრე ვილაშ-ბოაშის შეგირდების მსხვერპლი ამჯერად ფრანგული “ლიონი” მისსავე მოედანზე გახდა. “ოლიმპიკი” კი წლეულს ლიგას აშკარად მოუმზადებელი შეხვდა.
“ვალენსიას” კი კარგი დროება ნამდვილად არ უდგას. “ღამურები” ბელგიის ჩემპიონ “გენტთან” Uშანსოდ დამარცხდნენ. მასპინძლებმა ერთი გოლით იმარჯვეს, მაგრამ უპირატესობას მთელი თამაში ფლობდნენ და დამსახურებული სამი ქულაც აიღეს, რითაც მერვედფინალში თამაშის შანსი დაიტოვეს.
“ლიონი” – “ზენიტი” 0:2 (0:1) (VIDEO)
ლიონი, “ჟერლანი”
მაყურებელი: 40 000
“ლიონი” (4-2-3-1): ლოპესი; ჟალე (რაფაელი 61), იანგა-მბივა, უმიტი; ბედიმო; ტოლისო, გონალონსი; დარდე (ფერი 77), ბიავუ (კორნე 69), ვალბუენა; ლაკაზეტი
მწვრთნელი: ჰუბერ ფურნიე
“ზენიტი” (4-4-2): ლოდიგინი; ანიუკოვი; ლომბერტსი, ნეტო, კრიშიტო (სმოლნიკოვი 73); დანი, ვიტსელი, ხავი გარსია (იუსუპოვი 80), შატოვი; ჰალკი, ძიუბა (რიაზანცევი 83)
მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში
გოლები: 0:1 ძიუბა (25), 0:2 ძიუბა (57)
გაფრთხილება: გონალონსი (32, 72) – ვიტსელი (20), კრიშიტო (46), ხავი გარსია (54), ანიუკოვი (57, 89), დანი (74), შატოვი (90)
გაძევება: გონალონსი (72) – ანიუკოვი (89)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (5) – 7 (4) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 5:0 თამაშგარე: 3:3
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)
“გენტი” – “ვალენსია” 1:0 (0:0) (VIDEO)
გენტი, “გელამკო არენა”
მაყურებელი: 19 000
“გენტი” (3-4-2-1): სელსი; მიტროვიჩი, ასარე, ნილსენი; ნეტო, კუმსი, საიეფი (რამანი 55), დეიაგერე (კულიბალი 90); ფოკეტი, მილიჩევიჩი; დეპოიტრე
მწვრთნელი: ჰეინ ვაჰეზებრუკი
“ვალენსია” (4-3-3): ხაუმე; ბარაგანი, სანტოსი, მუსტაფი, გაია; პარეხო, პერესი, ხავი ფუეგო (გომესი 63); ფეგული (კანსელო 70), ალკასერი, მინა (პიატი 46)
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტუ
გოლი: 1:0 კუმსი (49, პენ)
გაფრთხილება: რამანი (73) – ფეგული (30), მუსტაფი (62), გომესი (72), პერესი (85)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (6) – 6 (0) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 3:1
მსაჯი: დანიელე ორსატო