სხვა

23:00 | 4.11.2015 | ნანახია 0 - ჯერ

სარეკლამო კომპანია “აუთდორ.ჯი“ სეოკ-ის პარტნიორი გახდა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და სარეკლამო კომპანია „აუთდორ.ჯი“-ის დირექტორმა კონსტანტინე ჭავჭანიძემ სეოკ-ის ოფისში ხელი მოაწერეს საპარტნიორო ხელშეკრულებას. ხელშეკრულება ითვალისწინებს თანამშრომლობას 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ბოლომდე.

„გავაფორმეთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომლის მიზანია ოლიმპიზმის ხელშეწყობა, სხვადასხვა თაობის ოლიმპიური ჩემპიონების კიდევ უფრო პოპულარიზაცია და რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტთა წარმოჩენა. ჩვენ გვაქვს არაერთი საინტერესო პროგრამა სპორტის განვითარებისთვის, რასაც დროთა განმავლობაში შევთავაზებთ საზოგადოებას. სწორედ ამაში დაგვეხმარება ჩვენი ახალი პარტნიორი, რომელსაც სარეკლამო საქმეში დიდი გამოცდილება აქვს.“- განაცხადა ხაბელოვმა.

თავის მხრივ, კონსტანტინე ჭავჭანიძემ კმაყოფილება გამოთქვა ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობის დაწყების გამო: „ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ვხდებით ოლიმპიური მოძრაობის პარტნიორები. იმედი გვაქვს, რომ ერთად არაერთ კარგ და საჭირო საქმეს გავაკეთებთ. ჩვენთვის დიდი პატივია, ვიდგეთ ჩვენი სახელოვანი ოლიმპიელების გვერდით“.

www.geonoc.org.ge


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:30 | 23.10.2016
BATIGOLI 9. (4375)

გადაასხით ერთმანეთს : ))

15:23 | 23.10.2016
KoRBeN DaLLaS (24844)

ეგრეა ფლორენტინოჯან ეგრე...
მაგარი რეალი იყო მართლაც ამ საუკუნის дასაწყისში. სამი სეზონის მანძილზე პლანეტის სამი საუკეთესო ფეხბურთელი შეიძინეს - ფიგუ, ზიдანი, რონალдო.
ეს იყო ინдივიдუალისტების ზეიმი, სუპერშემსრულებლების შოუ. ამ გუნдის ტაქტიკაც дა სტრატეგიაც იყო ლამაზი, ესთეტიური ფეხბურთი. ბუნებრივია შეдეგიც იყო - 4 წლის მანძილზე ან ჩემპიონთა ლიგა, ან ლა ლიგა.
აი მერე дა მერე კი ე.წ. გალაქტიკოს პროექტის შემдეგი ფაზა, ბექჰემის дა ოუენის მოყვანა дა ამдენი შემტევის ერთიანაд ძირითაдში дაყენება უკვე მართლაც ზეдმეტი იყო.

0.064854