ფეხბურთი

21:23 | 4.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

როისი: “დორტმუნდს შეუძლია ევროპის ლიგის ფინალში გავიდეს”

“დორტმუნდის” ლიდერმა მარკო როისმა ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როისის თქმით, მის გუნდს შეუძლია ტურნირის ფინალში გააღწიოს.
“მჯერა, რომ “დორტმუნდს” აქვს პოტენციალი ევროპის ლიგის ფინალში გავიდეს. ჯგუფური ეტაპის შემდეგ, უფრო ძლიერ გუნდებს შევხვდებით. თუკი ჩვენს პოტენციალს მაქსიმალურად წარმოვაჩენთ, შედეგიც არ დააგვიანებს”- განაცხადა როისმა.
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში “დორტმუნდი” შინ “გაბალას” დაუპირისპირდება. შეხვედრა 5 ნოემბერს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

0.119385