ფეხბურთი

19:22 | 4.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

თაუნსენდი წასვლაზე ფიქრობს

ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველი ანდროს თაუნსენდი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდიდან წასვლას იმედოვნებს.

მიზეზი მარტივია - 24 წლის ფეხბურთელი სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა. არადა, ის ინგლისის ეროვნული ნაკრების კანდიდატია და თუ ასე გაგრძელდა, მაშინ გაისად საფრანგეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატის გამოტოვების საფრთხის წინაშე დადგება.

ინგლისის პრემიერლიგის გასულ ტურში “ასტონ ვილასთან” 3:1 მოგებულ მატჩში, თაუნსენდი სათადარიგოთა სკამზე მოხვდა, მაგრამ თამაშში ჩართვა არ მოუწია და იმედგაცრუებული ჩანდა.

პრეტენდენტთა შორის “სუონსი”, “საუთჰემპტონი”, “ნიუკასლი”, “ასტონ ვილა” და “ვესტ ბრომვიჩი” სახელდებიან.

მიმდინარე სეზონში თაუნსენდმა პრემიერლიგის მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამივეჯერ შეცვლაზე შევიდა და ჯამში მოედანზე 64 წუთი გაატარა. 2013 წლიდან დღემდე, ინგლისის ნაკრებში ჩატარებულ 10 შეხვედრაში მან 3 გოლი გაიტანა.

0.115702