მადრიდის “რეალის” მცველმა მარსელომ შესაძლოა “ელ კლასიკო” ტრავმის გამო გამოტოვოს. სამხრეთამერიკელმა ფეხის დაზიანება პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღო და 33-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა.
როგორც ესპანური AS-ი იუწყება, ფეხბურთელს მარცხენა ფეხის ტრავმა აქვს და მისი თამაში “ბარსელონასთან” პრიმერადივიზიონის მე-12 ტურში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. “ელ კლასიკო” 21 ნოემბერს “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება.