იტალიური “რომას” მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გუნდის ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ ბარძაყის ტრავმა მოიშუშა და “ლევერკუზენის” წინააღმდეგ ითამაშებს.
“მგლების” 32 წლის ვიცე-კაპიტანმა დაზიანების გამო იტალიის სერია ა-ს განვლილ ტურში მილანის “ინტერის” წინააღმდეგ (0:1) ვერ ითამაშა. ამავდროულად, ბარძაყის ტრავმის გამო მომავალ თამაშს გამოტოვებს რომაელთა კიდევ ერთი ნახევარმცველი, 35 წლის სეიდუ კეიტა.
“ყველაფერი გარკვეულია - კეიტა მზად ჯერ კიდევ არაა, დე როსი კი აუცილებლად ითამაშებს” - განაცხადა “რომას” ფრანგმა თავკაცმა, რომლის გუნდის “ლევერკუზენს” დღეს საღამოს, თბილისის დროით 23:45 საათზე ეთამაშება.