კალათბურთი

14:02 | 4.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოქტომბერში პერასოვიჩი გამოარჩიეს

ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელად თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩას” თავკაცი ველიმირ პერასოვიჩი აღიარეს.

ბასკურმა კლუბმა გასულ თვეში ესპანეთის ჩემპიონატში 4-ვე მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილის სათავეში “ბარსელონასთან” და “ვალენსიასთან” ერთად იმყოფება.

“ლაბორალ კუჩას” შიდა ასპარეზზე მომდევნო მატჩი 7 ნოემბერს, სტუმრად, სწორედ ხსენებულ “ვალენსიასთან” ელუს, ხვალ კი, ევროლიგის ეგიდით, სტამბოლის “ანადოლუ ეფესს” უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ პერასოვიჩი ესპანურ ლიგაში მას შემდეგ გადაბარგდა, რაც ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრებთან ერთად წარმატებას ვერ მიაღწია.

C ჯგუფის მასპინძელი ზაგრები გახლდათ და მასპინძლებმა ერთ-ერთი მარცხი საქართველოს ნაკრებთან განიცადეს, რომელშიც თორნიკე შენგელია ბრწყინავდა. სამწუხაროდ, ამჟამად, ქართველი კალათბურთელი დაშავებულია და მოედანზე გასვლას ვერ ახერხებს.

0.142852