ფეხბურთი

13:00 | 4.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ზედიზედ მე-13 და მოურინიოს ბოლო შანსი

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის დარჩენილი რვა თამაში გაიმართება. დიდი შანსია იმისა, რომ მადრიდის "რეალსა" და "მანჩესტერ სიტის" კიდევ რამდენიმე გუნდი შეურთდეს და მერვედფინალის საგზური ნაადრევად ირგუნონ.

E ჯგუფი

“ბარსელონა” – “ბატე”

კატალონიიის “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ზედიზედ მეცამეტედ გასვლასთან ძალზე ახლოსაა. თუ დღეს “ბარსა” მოიგებს და “რომა” ვერ გაიმარჯვებს, მაშინ “ბლაუგრანა” ამ მიზანს ნაადრევად მიაღწევს. ამის გაკეთება კატალონელებს მთავარი ლიდერის, ტრავმირებული ლეო მესის გარეშე მოუწევთ. ბელორუსიის ჩემპიონი “ბატე” კი თითქოს უშანსოდ ჩანს. ამ გუნდს ლიგაზე ჩატარებულ 13 საგარეო თამაშში მხოლო ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული. ისე კი, შიდა ჩემპიონატი წაუგებლად განვლო.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, მასკერანო, ვერმაელენი, ადრიანო; ბუსკეტსი, ინიესტა, რაკიტიჩი; სანდრო, სუარესი, ნეიმარი

“ბატე” (4-3-3): ჩერნიკი; პოლიაკოვი, გაიდუჩიკი, მილუნოვიჩი, მლადენოვიჩი; იაბლონსკი, ნიკოლიჩი, ა. ვოლოდკო; სტასევიჩი, გორდეიჩუკი, მოზოლევსკი

მსაჯი: იშტვან ვადი (უნგრეთი)

“რომა” – “ლევერკუზენი”

ჯგუფის მეორე მატჩში “რომა” “ლევერკუზენს” დაუხვდება და თუ შემდეგ ეტაპზე თამაში უნდა, აუცილებლად უნდა მოიგოს. ორი კვირის წინ, იტალიელები “ბაი არენაზე” გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ბოლო ხუთ წუთში ორბურთიანი უპირატესობა გაანიავეს. სხვათა შორის, “ბაიერი” რომში უკვე დამარცხდა, ოღონდ მეორე რომაულ გუნდ “ლაციოსთან” (0:1) საპლეი-ოფო სტადიაზე.

სავარაუდო შემადგენლობები:

“რომა” (4-3-3): შჩესნი; ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინიე; ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი; ჟერვინიო, ჯეკო, სალაჰი

“ლევერკუზენი” (4-2-2-2): ლენო; დონატი, ტაჰი, პაპადოპულოსი, ვენდელი; კამპლი, კრამერი; მეჰმედი, ბელარაბი; ჩიჩარიტო, კისლინგი

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

F ჯგუფი

“ბაიერნი” – “არსენალი”

მიუნხენის “ბაიერნმა” მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი ლონდონში განიცადა და ახლა რევანში მართებს. თავის მხრივ, “მეთოფეებს” უკან დასახევი გზა აღარ აქვთ და თუ ჯგუფიდან გასვაზე პრეტენზია გააჩნიათ დღეს ქულა მაინც სჭირდებათ. პეპ გვარდიოლამ მეტოქე შეაქო და თქვა, რომ “არსენალი” ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. “არსენალს” დღევანდელ შეხვედრაში მარცხენა მცველი ექტორ ბელერინი დააკლდება.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ბაიერნი” (4-1-3-2): ნოიერი; ლამი, მარტინესი, ბოატენგი, ალაბა; ალონსო; რობენი, ალკანტარა, დუგლას კოშტა; მიულერი, ლევანდოვსკი

“არსენალი” (4-2-3-1): ჩეხი; დებუში, მერტესაკერი, კოშელნი, მონრეალი; კოკელინი, კაზორლა; კემპბელი, იოზილი, სანჩესი; ჟირუ

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

“ოლიმპიაკოსი” – “დინამო” (ზაგრები)

პირეოსის “ოლიმპიაკოსი” დღეს თუ მოიგებს და “არსენალი” მიუნხენში უქულოდ დარჩება, მაშინ ბერძნები მერვედინალში თამაშს თითქმის გაინაღდებენ. მარკო სილვას გუნდი ზაგრების “დინამოსთან” აშკარა ფავორიტია. ორი კვირის წინ “მაქსიმირზე” მოუგო, ხოლო ამასთან, ხორვატიის ჩემპიონი ცუდ ფორმაშია და ბოლო 7 მატჩიდან 4 წაგებული აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ოლიმპიაკოსი” (4-2-3-1): რობერტო; ელაბდელაუ, ბოტია, სიოვასი, მასუაკუ; მილივოიევიჩი, კასამი; პარდო, ფორტუნისი, სება; იდიე ბრაუნი

“დინამო” (4-5-1): ედუარდო; მატელი, გონსალო, ბენკოვიჩი, პივარიჩი; ფერნანდესი, მაჩადო, ანტოლიჩი, როგი, პიაცა; ენრიკეზი

მსაჯი: ანტონიო მატეუ (ესპანეთი)

G ჯგუფი

“მაკაბი” – “პორტუ”

პორტუგალიური “პორტუ” ისრაელში მოგებას შეეცდება, რითაც პლეი-ოფისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს. წესით, “დრაკონებს” ამის გაკეთება არ უნდა გაუჭირდეთ, რადგან მათი დღევანდელი მეტოქე ჯგუფის გამოკვეთილი აუტსაიდერია და თან ძალზე ცუდ ფორმაშია. თავად განსაჯეთ, ებრაელებმა ბოლო 10 თამაშიდან ექვსში მარცხი განიცადეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“მაკაბი” (4-3-3): რაიკოვიჩი; შპუნგინი, ტიბი, ბენ ჰაიმი, რიკანი; ალბერმანი, აიეგბორი, მიტროვიჩი; ბენ ჰაიმი, ვერმუთი, ზაჰავი

“პორტუ” (4-5-1): კასილიასი; მაქსი პერეირა, მარკანო, მარტინ ინდი, ლაიუნი; დანილო, რუბენ ნევეში, ანდრე ანდრე, იმბულა, კორონა; აბუბაკარი

მსაჯი: ანასტასიოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)

“ჩელსი” – “დინამო” (კიევი)

ჟოზე მოურინიოს მომავალზე დღე არ გავა, რომ არ დაიწეროს. მოკლედ, შესაძლოა, ეს თამაში “განსაკუთრებულისთვის” “ჩელსის” თავკაცის პოსტზე ბოლო აღმოჩნდეს. ეს, იმ შემთხვევაში თუ ლონდონელები კიევის “დინამოს” ვერ მოუგებენ. “არისტოკრატებს” პრემიერლიგის 11 თამაშიდან 6 წაუგიათ და სატურნირო ცხრილში მისთვის შეუფერებლ პოზიციაზე არიან. “დინამო” კი თავის ჩემპიონატს “შახტართან” ერთად ლიდერობს. მიუხედავად ამისა, კიეველთა უკანა ხაზი მთლად დამაჯერებლად ვერ გამოიყურება, რადგან 19 თამაში 14 გოლი აქვს გაშვებული.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ჩელსი” (4-4-2): ბეგოვიჩი; ივანოვიჩი, ტერი, კეჰილი, ასპილიკუეტა; რამერისი, მატიჩი, ფაბრეგასი, აზარი; ვილიანი, კოშტა

“დინამო” (4-5-1): შოვკოვსკი; ვიდა, დრაგოვიჩი, ხაჩერიდი, ანტუნეში; რიბალკა, სიდორჩუკი, ბუიალსკი, გონსალესი, იარმოლენკო; კრავეცი

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

H ჯგუფი

“ლიონი” – “ზენიტი”

სანქტ-პეტერბურგის “ზენიტს” ჯგუფიდან გასასვლეად დღეს ერთი ქულაც ეყოფა, იმ შემთხვევაში თუ პარალელურ მატჩში “გენტი” “ვალენსიას” ვერ მოუგებს. ანდრე ვილაშ-ბოაშის შეგირდები გადასარევ ფორმაში არიან და ბოლო 12 თამაში წაუგებლად განვლეს. ფრანგებს კი უკან დასახევი გზა არ აქვთ. “ლომებს” პირველ სამ ტურში ოდენ ქულა მოუპოვებიათ და ახლა მხოლოდ გამარჯვება იქნება მათთვის მისაღები. მოკლედ, “ჟერლანზე” საინტერესო შეხვედრ უნდა შედგეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ლიონი” (4-3-3): ლოპესი; ჟალე, უმიტი, იანგა-მბივა, ბედიმო; გონალონსი, დარდე, ტოლისო; ვალბუენა, ლაკაზეტი, ბიავუ

“ზენიტი” (4-4-2): კერჟაკოვი; ანიუკოვი, ნეტო, ლომბერტსი, კრიშიტო; ხავი გარსია, ვიტსელი, შატოვი, დანი; ჰალკი, ძიუბა

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

“გენტი” – “ვალენსია”

ბელგიაში “გენტს” “ვალენსია” ესტუმრება და შესაძლოა გამარჯვების შემთხვევაში მერვედფინალში გავიდეს. ოღონდ ამისთვის ჯგუფის მეორე თამაშში “ლიონმა” ვერ უნდა მოიგოს. ისე კი, “ღამურებმა” ბოლო ოთხი საგარეო მატჩიდან ოდენ ერთი მოიგეს და საერთოდ, წლეულს მაინცდამაინც კარგად ვერ ჩაუქობენ. ბელგიელებს კი დასაკარგი არაფერი აქვთ. თუ “გენტი” ვერ მოიგებს, ჯგუფში ჩარჩება. შესაბამისად, 3 ქულისთვის ყველაფერი უნდა გაიღონ.

სავარაუდო შემადგენლობები:

“გენტი” (3-2-4-1): სელსი; ასარე, მიტროვიჩი, ნილსენი; ნეტო, კუმსი; საიეფი, მილიჩევიჩი, დეიაგერე, ფოკეტი; დეპოიტრე

“ვალენსია” (4-3-3): ხაუმე; ბარაგანი, სანტოსი, მუსტაფი, გაია; ხავი ფუეგო, ანდრე გომესი, პარეხო; ფეგული, ალკასერი, პიატი

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

0.199686