კალათბურთი

12:42 | 4.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტორონტო” აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს, დრამონდმა 29 მოხსნა მიითვალა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შვიდი შეხვედრა გაიმართა.

“ტორონტომ” გასვლით მატჩში “დალასს” 102:91 მოიგო. კანადურმა კლუბმა ნბა-ს ისტორიაში პირველად სასტარტო ოთხივე შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა. “ტორონტო” 4-დან ოთხი მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

“შარლოტ ჰორნეტსმა” მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. მაიკლ ჯორდანის გუნდმა საშინაო არენაზე “ჩიკაგო” 130:105 გაანადგურა. მატჩში ყველაზე მეტი 26 ქულა “ხარების” ლიდერმა ჯიმი ბატლერმა ჩააგდო. “ჰორნეტში” 20 ქულით ლემბი გამოირჩა.

“დეტოირტი” შინ “ინდიანასთან” 82:94 დამარცხდა. შეხვედრაში გადამწყვეტი მომენტი მეორე პერიოდი იყო, რომელიც ინდიანაპოლისელებმა 35:17 მოიგეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე უდავოდ დეტროიტელთა ფორვარდი ანდრე დრამონდი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა და თავისთვის სარეკორდო 29 მოხსნა გააკეთა.

“შარლოტ ჰორნეტსი” – “ჩიკაგო ბულზი” 130:105 (37:20, 32:27, 31:30, 30:28)

“შარლოტი”: ლემბი (29 ქ.), ბატუმი (18 ქ. 8 მ.), ლინი (15 ქ.), ჯეფერსონი (14 ქ.), ჰეივსი (13 ქ.), უოლკერი (13 ქ.), ჰაირსტონი (10 ქ.)

“ჩიკაგო”: ბატლერი (26 ქ.), ბრუქსი (14 ქ.), გასოლი (13 ქ. 8 მ.), პორტისი (10 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=va3NbScVqP4

“დეტროიტ პისტონსი” – “ინდიანა პეისერსი” 82:94 (30:24, 17:35, 20:26, 15:9)

“დეტროიტი”: დრამონდი (25 ქ. 29 მ.), ჯექსონი (20 ქ.), კალდველ-პოპე (12 ქ.), ილიასოვა (12 ქ.), მარკუს მორისი (11 ქ.)

“ინდიანა”: სტაკეი (23 ქ.), ჯორჯი (16 ქ.), ელისი (15 ქ.), ჰილი (12 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=rLg5cMd3MSo

“მაიამი ჰიტი” – “ატლანტა ჰოუქსი” 92:98 (24:25, 16:26, 25:28, 27:19)

“მაიამი”: ვაითსაიდი (23 ქ. 14 მ.), უეიდი (21 ქ.), დრაგიჩი (19 ქ.)

“ატლანტა”: ტიგი (26 ქ. 9 პ.), ჰორფორდი (17 ქ. 13 მ.), მილსაპი (12 ქ. 10 მ.), ბაზერმორი (10 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=iaIJ2ODf84Q

“ნიუ ორლეან პელიკანსი” – “ორლანდო მეჯიქი” 94:103 (17:28, 26:29, 26:21, 25:25)

“ნიუ ორლეანი”: გორდონი (21 ქ.), ჰოლიდეი (14 ქ.), დევისი (14 ქ. 9 მ.), ანდერსონი (14 ქ.)

“ორლანდო”: ფურნიე (30 ქ.), ვუჩევიჩი (22 ქ. 13 მ.), ოლადიპო (12 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=9bYtncd7sOc

“დალას მავერიკსი” – “ტორონტო რეპტორსი” 91:102 (25:31, 26:18, 22:25, 18:28)

“დალასი”: ნოვიცკი (18 ქ. 7 მ.), უილიამსი (13 ქ.), პოველი (10 ქ. 10 მ.), ფაცულია (4 ქ. 7 მ.)

“ტორონტო”: ლოური (27 ქ. 10 პ.), დეროზანი (20 ქ.), სკოლა (19 ქ. 12 მ.), ვალანჩუნასი (16 ქ. 8 მ.)

https://www.youtube.com/watch?v=IiZ15mbmXl0

“საკრამენტო” – “მემფისი” 89:103 (29:25, 11:25, 27:33, 22:20)

საკრამენტო”:გეი (19 ქ.), კოლისონი (18 ქ.), ბელინელი (12 ქ.), კუფოსი (11 ქ.)

“მემფისი”: რენდოლფი (20 ქ. 11 მ.), კონლი (14 ქ.), ლი (14 ქ.), გრინი (12 ქ.), ვრაითი (10 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=2iiZ4D6Pbs4

“ლეიკერსი” – “დენვერი” 109:120 (36:30, 21:30, 26:33, 26:27)

“ლეიკერსი”: კლარკსონი (30 ქ.), უილიამსი (24 ქ.), რანდლე (16 ქ.), ბრაიანტი (11 ქ. 5 პ.)

“დენვერი”: ფარიდი (28 ქ. 15 მ.), გალინარი (21 ქ. 8 მ.), ჰიქსონი (17 ქ.), ჰარისი (11 ქ.), ბარტონი (10 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=6mCw_lw7Sf4



თეგებინბა
0.116602