კალათბურთი

11:01 | 4.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 4 ქულა და მარცხი “ტორონტოსთან”

ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსი” შინ “ტორონტო რეპტორსთან” 91:102 დამარცხდა.

ფაჩულია სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 28 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 4 ქულა და 7 მოხსნა შესძინა. ზაზამ 4-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო სროლა ჩააგდო. ტეხასელთა ცენტრმა 5 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა.

მატჩის ბედი ბოლო მეოთხედმა გადაწყვიტა, რომელიც კანადელთა გამარჯვებით 28:18 დასრულდა. “ტორონტოში” კაილ ლოური 27 ქულით საუკეთესო გახლდათ, ტეხასელთა რიგებში 18 ქულით დირკ ნოვიცკი გამოირჩა.

0.113278