ფეხბურთი

3:26 | 4.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" და "სიტი" შემდეგ ეტაპზე არიან (+VIDEO)

მადრიდის “რეალი” და “მანჩესტერ სიტი” IV ტურის შემდეგ უკვე პლეი-ოფში არიან. ესპანურმა გრანდმა შინ ფრანგული პსჟ დაამარცხა, ხოლო “ქალაქელებმა” გასვლაზე “სევილიას” აჯობეს. მერვედფინალში გასვლასთან ძალზე ახლოსა გახლავან ლისაბონის “ბენფიკა” და ტურინის “იუვენტუსიც”.

A ჯგუფი

“რეალს” “პარი სენ ჟერმენის” დასამარცხებლად შეცვლაზე შესული მცველის ნაჩოს კინკილა გოლიც ეყო. გარდა ამისა, “სამეფო კლუბმა” მერვედფინალის საგზური უკვე ოფიციალურად გაიფორმა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა პირველ ადგილსაც ვეღარავინ წაართმევს. საპლეიოფო სტადიაზე პსჟ-ზეც ითამაშებს, დარჩენილ ორ ტურში პარიზელებს რაიმე საოცრება უნდა შეემთხვათ, რომ ჯგუფიდან ვერ გავიდნენ.

ჯგუფის მეორე თამაშში დონეცკის “შახტარმა” შვედეთის ჩემპიონი “მალმე” ცალი ფეხით დაჯაბნა და ქულებით გაუტოლდა, ხოლო ვინაიდან ურთიერთშეხვედრებში სჯობნის, მესამე ადგილზე გასვლის მთავარი ფავორიტია.

“რეალი” – პსჟ 1:0 (1:0) (VIDEO)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

მაყურებელი: 70 000

“რეალი” (4-3-3): ნავასი; დანილო, ვარანი, რამოსი, მარსელო (ნაჩო 33); კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი; ხესე (ვასკესი 63), რონალდუ, ისკო (კოვაჩიჩი 82)

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

პსჟ (4-3-3): ტრაპი; ორიე, ტიაგო სილვა, დავიდ ლუიზი, მაქსველი; ვერატი (რაბიო 17), ტიაგო მოტა, მატუიდი (ლუკასი 75); დი მარია, იბრაჰიმოვიჩი, კავანი

მწვრთნელი: ლორან ბლანი

გოლი: 1:0 ნაჩო (35)

გაფრთხილება: კაზემირო (88), ნავასი (90) - ორიე (45), დავიდ ლუიზი (67)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (9) – 16 (3) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 0:5

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

“შახტარი” – “მალმე” 4:0 (1:0) (VIDEO)

ლვოვი, “ლვოვ არენა”

მაყურებელი: 20 000

“შახტარი” (4-2-3-1): კანიბოლსკი; სრნა, კუჩერი, რაკიცკი, აზევედო; ფრედი (ტაისონი 68), სტეპანენკო; მარლოსი, ალექს ტეიშეირა, ბერნარდი (კოვალენკო 75); გლადკი (ედუარდო 46)

მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ

“მალმე” (4-4-2): ვილანდი; ტინერჰოლმი, არნასონი, ბენგსტონი, კონატე; როდიჩი, ლევიცკი (რაკიპი 11), ადუ, ბერგეტი (იუტუნი 46); ჯურჯიჩი (იეკრემი 74), როზენბერგი

მწვრთნელი: არე ჰარეიდე

გოლები: 1:0 გლადკი (29), 2:0 სრნა (48, პენ), 3:0 ედუარდო (55), 4:0 ალექს ტეიშეირა (73)

გაფრთხილება: სტეპანენკო (61), სრნა (68), კუჩერი (88), ალექს ტეიშეირა (90) – იუტენი (47), არნასონი (47, 89)

გაძევება: არნასონი (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 24 (14) – 6 (2) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 10:2 თამაშგარე: 7:0

მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

B ჯგუფი

ყველაზე დაძაბული და ჩახლართული სიტუაციაა B ჯგუფშია შექმნილი. “მანჩესტერ იუნაიტედს” მოსკოვის ცსკას ძლევა ერთობ გაუძნელდა და რომ არა უეინ რუნის თამაშის დასრულებამდე გატანილი გოლი, ახლა ლუის ვან გაალის შეგირდები ჯგუფის ლიდერები არ იქნებოდნენ. მიუხედავად ლიდერობისა, “წითელ ეშმაკებს” გარანტირებული არაფერი აქვთ.

მეორე-მესამე ადგილებს ჰოლანდიური “ეინდჰოვენი” და “ვოლფსბურგი” 6-6 ქულით ინაწილებენ. ფილიპ კოკუს გუნდმა ორი კვირის წინ გერმანიაში განცდილი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო და იგივე ანგარიშით აჯობა “ვოლფსბურგს”, როგორც “ვოლკსვაგენ არენაზე” წააგო. სხვათა შორის, პლეი-ოფშ გასვლის შანსი არც ცსკას დაუკარგავს – რუსებს 4 ქულა აქვთ.

“მანჩესტერ იუნაიტედი” – ცსკა 1:0 (0:0) (VIDEO)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მაყურებელი: 75 000

“მანჩესტერ იუნაიტედი” (4-2-3-1): დე ხეა; იანგი, სმოლინგი, ბლინდი, როხო; ქერიკი, შვაინშტაიგერი (ანდერ ერერა 89); ლინგარდი, მატა (დეპაი 74), რუნი; მარსიალი (ფელაინი 66)

მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი; ფერნანდესი, იგნაშევიჩი, ა. ბერეზუცკი, შენიკოვი; ვერნბლუმი, მილანოვი; ტოშიჩი (გოლოვინი 75), ნათხო (დუმბია 55), ძაგოევი (პაჩენკო 85); მუსა

მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი

გოლები: 1:0 რუნი (79)

გაფრთხილება: შენიკოვი (20), ვერნბლუმი (60)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (5) – 5 (2) ბურთის ფლობა: 67%-33% კუთხურები: 10:2 თამაშგარე: 12:1

მსაჯი: სჟიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)

პსვ – “ვოლფსბურგი” 2:0 (0:0) (VIDEO)

ეინდჰოვენი, “ფილიპს არენა”

მაყურებელი: 35 000

პსვ (4-3-3): ზოეტი; არიასი, მორენო, ბრუმა, ბრენეტი; პრეპერი, მაჰერი (ჰენდრიქსი 74), გუარდადო; ნარსინგი (პერეირო 83), დე იონგი, ლოკადია (მირინი 74)

მწვრთნელი: ფილიპ კოკუ

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; იუნგი, კლოზე, ნალდო, როდრიგესი; გუილავოჯი (დრაქსლერი 69), ლუის გუსტავო; არნოლდი, კალიჯური, შურლე (ვიეირინია 64); დოსტი (ბენტნერი 68)

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლები: 1:0 ლოკადია (55), დე იონგი (85)

გაფრთხილება: გუარდადო (45), არიასი (81), დე იონგი (85) - არნოლდი (31), კალიჯური (40), ნალდო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 11 (2) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 1:2 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)

C ჯგუფი

ყაზახური “ასტანა” თავისი ქვეყნის საფეხბურთო ისტორიის დაწერას განაგრძობს. ამ გუნდს ჩემპიონთა ლგაზე შინ ორჯერ აქვს ნათამაშები და ჯერ არ წაუგია. ბევრისთვის მოულოდნელი იყო მადრიდის “ატლეტიკოსთან” ასტანელთა ნულოვანი ფრე, მაგრამ ფაქტი სახეზეა...

ლისაბონში კი “ბენფიკამ” სტამბულის “გალათასარაის” 2:1 მოუგო და ჯგუფში 9 ქულით გალიდერდა. “არწივებს” მერვედფინალში თამაშის უფლება ოფიციალურად არ მოუპოვებიათ, მაგრამ ეს დღეც შორს არ უნდა იყოს...

“ასტანა” – “ატლეტიკო” 0:0 (0:0) (VIDEO)

ასტანა, “ასტანა პარკი”

მაყურებელი: 29 000

“ასტანა” (4-4-2): ერიკი; ანიჩიჩი, ილიჩი, პოსტნიკოვი, შომკო; მაკსიმოვიჩი, კეტევოამა, ჯოლჩიევი (ბეისებეკოვი 90), ჩანაში; მუჟიკოვი (ჟუკოვი 78), კაბანანგა (შჩეტკინი 80)

მწვრთნელი: სტანიმირ სტოილოვი

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, გოდინი, ხიმენესი, სიკეირა; საულ ნიგესი (ფერეირა-კარასკო 73), ტიაგო, გაბი, კოკე (ო. ტორესი 82); გრიზმანი, ფ. ტორესი (მარტინესი 64)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გაფრთხილება: პოსტნიკოვი (44), ჯოლჩიევი (60), ჟუკოვი (84)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 14 (3) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 4:7 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ანტონი ტეილორი (ინგლისი)

“ბენფიკა” – “გალათასარაი” 2:1 (0:0) (VIDEO)

ლისაბონი, “და ლუჟი”

მაყურებელი: 30 000

“ბენფიკა” (4-2-2-2): ჟულიო სეზარი; სილვიო, ჟარდელი, ლუიზაო, ელიზეუ; ანდრე ალმეიდა, გუედეში (კარსელა-გონსალესი 73); გაიტანი, ტალისკა (კრისტანტე 90); ხონასი (პიცი 81), ხიმენესი

მწვრთნელი: რუი ვიტორია

“გალათასარაი” (4-2-3-1): მუსლერა; საბრი, დენაიერი (ჩოლაკი 74), ჩეჯუ, ჰაკან ბალტა; ბილალ კისა (ოზტეკინი 69), ინანი; პოდოლსკი, სნეიდერი, ოლჩანი; ბურაკ ილმაზი (უმუტ ბულუტი 74)

მწვრთნელი: ჰამზა ჰამზაოღლუ

გოლები: 1:0 ხონასი (52), 1:1 პოდოლსკი (58), 2:1 ლუიზაო (67)

გაფრთხილება: ანდრე ალმეიდა (31), გუედეში (43), გაიტანი (44, 85), სილვიო (56) – ბურაკ ილმაზი (41), ინანი (55), ადინი (90)

გაძევება: გაიტანი (85)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (8) – 12 (3) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 8:4 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

D ჯგუფი

“მანჩესტერ სიტიმ” პირველ ტურში სახლში “იუვენტუსთან” რომ წააგო, მაშინ ბევრს ეგონა, ინგლისელები ჯგუფიდან ვერ გავლენო, მაგრამ D ჯგუფიდან პირველები პლეი-ოფში სწორედ “ქალაქელები” გავიდნენ. “სიტიმ” “სანჩეს პისხუანზე” “სევილიას” მეორე თამაშიც მოუგო, თანაც საქმე პირველი ტაიმში დაამთავრა. მეორე ნახევარი კი გუნდებმა უგოლოდ გალიეს და 1:3. პელეგრინის შეგირდები ახლა ჯგუფში გამარვებისთვის იბრძოლებენ და ამისათვის მომდევნო ტურში “იუვენტუსთან” არწაგება მაინც სჭირდებათ.

“იუვენტუსსაც” შეეძლო და ამისათავის მათ “ბორუსია პარკზე” “გლადბახი” უნდა დაემარცხებინათ, მაგრამ თამაშის სურათს თუ გადაცხედავთ, მათთვის ქულაც კარგი შედეგი იყო. გერმანელებმა თამაში აგრესიულად დაიწყეს და შედეგიც მალევე მიიღეს. მერე უპირატესობას “იუვე” დაეუფლა და პოლ პოგბას დიდოსტატური გადაცემა სტეფან ლიხშტაინერმა ზედ ტაიმის ბოლოს შეირგო – 1:1. მეორე ნახევარის დასაწყისში სტუმრები ახლოს იყვნენ წინ გასვლასთან და მაშინ, როცა თითქოს გოლი მომწიფდა გლადბახელთა კართან, “ბებერ ქალბატონს” ერნანესი გაუძევეს. ამი შემდეგ კი დამნაშავე იმაში, რომ ანდრე შუბერტის გუნდმა ვერ მოიგო, მხოლოდ ჯანლუიჯი ბუფონია, რომელმაც იტალიელები გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა და თავისიანებს ქულა მოუტანა.

“გლადბახი” – “იუვენტუსი” 1:1 (1:1) (VIDEO)

გლადბახი, “ბორუსია პარკი”

მაყურებელი: 46 217

“გლადბახი” (4-4-2): სომერი; კრისტიანსენი, დომინგესი, ნორდვეიტი, ვენდტი; ტრაორე, ქსაკა, დაჰუდი, იონსონი (აზარი 85); რაფაელი, სტინდლი

მწვრთნელი: ანდრე შუბერტი

“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა; სტურარო (ლემინა 87), მარკიზიო, პოგბა; ერნანესი; დიბალა (კუადრადო 63), მორატა (ბარძალი 75)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 იონსონი (18), 1:1 ლიხშტაინერი (44)

გაფრთხილება: მარკიზიო (56), დიბალა (63), სტურარო (68)

გაძევება: ერნანესი (53)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (7) – 17 (3) ბურთის ფლობა: 67%-33% კუთხურები: 8:8 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

“სევილია” – “მანჩესტერ სიტი” 1:3 (1:3) (VIDEO)

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

მაყურებელი: 37 500

“სევილია” (4-2-3-1): სერხიო რიკო; კოკე (მარიანო 56), კოლოჯეჩიაკი, რამი, ტრემოლინასი; იბორა (კრონ-დელი 46), კრიხოვიაკი; კონოპლიანკა, ბანეგა, ვიტოლო; ლორენტე (იმობილე 65)

მწვრთნელი: უნაი ემერი

“მანჩესტერ სიტი” (4-2-3-1): ჰარტი; სანია, კომპანი, ოტამენდი, კოლაროვი; ფერნანდო, ფერნანდინიო; ნავასი, ტურე, სტერლინგი (დე ბრუინე 73); ბონი (დემიკელისი 90)

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლები: 0:1 სტერლინგი (8), 0:2 ფერნანდინიო (11), 1:2 ტრემოლინასი (25), 1:3 ბონი (36)

გაფრთხილება: კრიხოვიაკი (43)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (2) – 22 (11) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 9:2 თამაშგარე: 6:0

მსაჯი: სვენ ოდვარ მოენი (ნორვეგია)

0.267941