ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ბრიტანულ ლაფბოროში დაწყებულ 15-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო.
ბოლქვაძემ კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – ბრიტანელი ჰოლი ჰატჩინსონი 7:5, 6:0 დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, სადაც მე-3 ნომრად განთესილ ჩეხ კატერინა ვანკოვას ეთამაშება.
წყვილებში ბოლქვაძის და ბულგარელი ალეკსანდრინა ნაიდენოვას დუეტს მე-3 განთესვა გააჩნია. მათ ბრიტანელებს ეპლტონს და აშგარს 6:3, 6:4 მოუგეს და მეოთხედფინალში სამოელ კარუტერსს და მექსიკელ ლეონს გაეჯიბრებიან.