ქალთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფო შაფათავამ საფრანგეთის ქალაქ ნანტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) მერვედფინალში გააღწია.
შეგახსენებთ, რომ სოფო 15ème ENGIE OPEN Nantes Atlantique-ის ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა, იქ კი, “უაილდ ქარდის” მქონე ფრანგ ფიონა ფეროს 7:5, 6:4 სძლია.
მე-2 წრეში შაფათავას მეტოქე პირველ ნომრად განთესილი გერმანელი ანა-ლენა ფრიედსამი იქნება, რომელმაც გზიდან თურქი იპეკ სოიულუ ჩამოიცილა – 7:5, 6:4.
წყვილთა ტურნირში შაფათავას და უკრაინელ ანასტასია ვასილიევას მე-2 განთესვა გააჩნიათ და მეოთხედფინალში რუსულ-შვეიცარიულ დუეტს (მონოვა-ტეიხმანი) გაეჯიბრებიან.