კალათბურთი

22:26 | 3.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფარღალავა ირანში ითამაშებს

ქართველი კალათბურთელი ლაშა ფარღალავა კარიერას ირანულ კლუბ “შაჰრდარი ტაბრიზში” გააგრძელებს. 28 წლის ქართველი უკანახაზელი მიმდინარე სეზონის სტარტზე “მგზავრების” ღირსებას იცავდა და მისი საშუალო მონაგარი 10.5 ქულა, 2.0 მოხსნა, 5.0 პასი და 3.5 ჩაჭრა გახლდათ.

გასულ სეზონში ფარღალავა “სოხუმის” რიგებში ირიცხებოდა, სადაც 9 მატჩში საშუალოდ 11.7 ქულას, 2.4 მოხსნას და 3.2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

ისიც ვთქვათ, რომ ირანის ჩემპიონატში უკვე 2 ტურია ჩატარებული და ლაშას ახალი კლუბი ასპროცენტიანი შედეგით ლიდერთა შორისაა. “შაჰრდარი ტაბრიზი” მომდევნო მატჩს აუტსაიდერ “არმიასთან” ჩაატარებს.

0.122261