იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო შეთავაზების შემთხვევაში ლონდონის “ჩელსის” გაწვრთნას დასთანხმდება. ამის შესახებ მხცოვანმა იტალიელმა “გაძეტა დელო სპორტს” უთხრა.
“ჩელსი” – თუ ჩემით დაინტერესდებიან, რატომაც არა”, - თქვა კაპელომ.
შეგახსენებთ, ბოლო დროს ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შესახებ ხმები ხშირად ვრცელდება და დიდი ალბათობით, მისი მომავალი მიმდინარე კვირაში გაირკვევა. ფაბიო კაპელო კი თავის მხრივ, რუსეთის ნაკრებიდან წასვლის შემდგომ უმუშევარია.