ფეხბურთი

19:33 | 3.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძოლა “ჩელსის” გაწვრთნაზე ოცნებობს

ახლო წარსულში ცნობილ იტალიელ ფეხბურთელ ჯანფრანკო ძოლას, რომელიც ამჟამად სამწვრთნელო საქმიანობითაა დაკავებული, ლონდონის “ჩელსის” გაწვრთნა სურს. ამის შესახებ 49 წლის სპეციალისტმა “კორიერე დელო სპორტთან” საუბრისას განაცხადა.

“ჩემი მიზანია ერთ მშვენიერ დღეს “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი გავხდე. ამისათვის ყოველდღე ვმუშაობ და ვიზრდები, ამაში ყატარში მიღებული გამოცდილებაც მეხმარება”, - თქვა ძოლამ.

ჯანფრანკომ სამწვრთნელო კარიერა “ვესტ ჰემში” 2008 წელს დაიწყო და შემდეგ “უოტფორდსა” და “კალიარიშიც” მუშაობდა. დღესდღეობით კი ყატარულ “ალ არაბის” უდგას სათავეში. ძოლა “ჩელსიში” 1996-2003 წლებში თამაშობდა თავისი სახელი კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა.

0.125764