ლებრონ ჯეიმსი ნბა-ს ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი, ვინც 25 000 ქულა ჩააგდო. “მეფემ” 25 000 ქულიანი ზღვარი 30 წლის და 307 დღისამ გადალახა.
ლებრონის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი კობი ბრაიანტია, ვინც 25 000-ქულიან ნიშნულს გადააბიჯა, აღნიშნული კობიმ 31 წლის და 151 დღისამ გაახერხა.
ლებრონმა ისტორიული შედეგის დაფიქსირება გამთენიისას “ფილადელფიასთან” (107:100) მოგებულ მატჩში შეძლო. ჯეიმსმა “ფილადელფიას” 22 ქულა ჩაუგდო და ნბა-ში 25 001 ქულა დაუგროვდა. “კლივლენდის” ლიდერი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში მეოცე კალათბურთელია, ვინც 25 000-ქულიან ზღვარს გადააბიჯა.