ვეტერანი იტალიელი ნახევარმცველი ანდრეა პირლო შესაძლოა ზამთარში მილანის “ინტერში” დაბრუნდეს. აღნიშნულ ინფორმაციას სპორტ mediaset-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, “ნერაძურის” ხელმძღვანელობას 36 წლის ფეხბურთელის დამატება იანვარში სამთვიანი იჯარით სურს. მოგეხსენებათ, დროის ამ მონაკვეთში MLS-ში შესვენებაა და ფეხბურთელების იჯარით გასხვისება უკვე აპრობირებული მეთოდია.
პირლოსთვის “ინტერი” ნაცნობი ადგილია. იგი შავ-ლურჯთა რიგებში 1998-1999 და 2000 წლის აგვისტოდან 2001 წლის იანვრამდე თამაშობდა, მერე კი თანაქალაქელ “მილანში” გაასხვისეს.