ფეხბურთი

17:55 | 3.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძის მორიგი გაბრწყინება

გიორგი არაბიძემ კვლავ მშვენიერი მატჩი ჩაატარა უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში. “შახტარის” 19-წლამდელებმა “მალმიოს” 3:1 მოუგეს, ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა და პირველი გოლი, ფაქტობრივად, თავად შექმნა – ბრწყინვალე საგოლე პასი გააკეთა. მერე პენალტიც მოინადირა.

თავად არაბიძეს გოლი არ გაუტანია, თუმცა საუკეთესო იყო მინდორზე. შეგახსენებთ, გიორგიმ “მალმიოსთან” გასვლით შეხვედრაშიც (5:5) ბრწყინვალედ ითამაშა და მაშინ ბევრი სპეციალისტი აალაპარაკა.

“შახტარის” 19-წლამდელები ჯგუფში ბოლო ადგილზე არიან 4 ქულით, თუმცა გასვლის შანსი აქვთ. დარჩენილ ორ ტურში დონეცკელები “რეალსა” და პსჟ-ს ხვდებიან.

0.113381