ბრაზილიელი ნახევარმცველი რაფინია ალკანტარა “ბარსელონასთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს. აღნიშნულ ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
22 წლის ფეხბურთელი “ბლაუგრანაში” 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩება და მისი გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევრო იქნება. რაფინია ახალ ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებს.
ალკანტარამ მიმდინარე სეზონში 6 მატჩის ჩატარება მოასწრო და 1 გოლი გაიტანა. ის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში (“რომასთან”) მძიმედ დაშავდა და მარტამდე მოუწევს უქმობა.