დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე წრე დაიწყება. დღის უდავოდ გამორჩეული შეხვედრა მადრიდშია, სადაც “რეალი” საფრანგეთის ჩემპიონ “პარი სენ ჟერმენს” მიიღებს. დიდ ინტერესს იწვევს ესპანეთის კიდევ ერთ ქალაქში, სევილიაში გასამართი დაპირისპირება: “სევილია” – “მანჩესტერ სიტი”. მეორე მანჩესტერული გუნდი, “იუნაიტედი” კი “ოლდ ტრაფორდზე” მოსკოვის ცსკას ძლევას ეცდება.
A ჯგუფი
“რეალი” – პსჟ
A ჯგუფში პირველი ადგილისთვის შეერკინებიან. “რეალისა” და პსჟ-ს პარიზული თამაში გატანილი გოლების გარეშე დასრულდა და შესაბამისად, დღეს გამარჯვებული გუნდი ჯგუფშიც დიდი ალბათობით იპირველებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონს ორივე უნდ ჩინებულად ატარებს და წლეულს არცერთი თამაში არ წაუგიათ. მიუხედავად ამისა, მასპინძელთა თავკაცი რაფაელ ბენიტესი თავისი გუნდისგან თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას ითხოვს. კარგ ფორმაშია არიან ორივე გუნდის ლიდერები, კრიშტიანუ რონალდუ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ორივეს ჯამში აღებული ლიგაზე 125 გოლი აქვთ გატანილი.
სავარაუდო შემადგენლობები:
“რეალი” (4-3-3): ნავასი; დანილო, ვარანი, რამოსი, მარსელო; კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო; ისკო, რონალდუ, ხესე
პსჟ (4-3-3): ტრაპი; ორიე, დავიდ ლუიზი, ტიაგო სილვა, მაქსველი; ტიაგო მოტა, მატუიდი, ვერატი; დი მარია, იბრაჰიმოვიჩი, კავანი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)
“შახტარი” – “მალმე”
ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში მესამე ადგილოსნის ვინაობა ირკვევა. ორი კვირის წინ “მალმემ” შინ მოიგო და ახლა ერთი ქულაც სავსებით დააკმაყოფილებს. დონეცკელებს კი თავის მხრივ მოგების გარდა სხვა შედეგი არ დააკმაყოფილებთ. უკრაინელთა რიგებში შესანიშნავ ფორმაშია ბრაზილიელი ალექს ტეიშეირა, რომელსაც ბოლო 10 თამაშში 13 გოლი აქვს გატანილი. მირჩა ლუჩესკუს გუნდი დღეს დამარცხების შემთხვევაში პლეი-ოფში გასვლის შანსს დაკარგავს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“შახტარი” (4-2-3-1): კანიბოლსკი; სრნა, კუჩერი, რაკიცკი, აზევედო; სტეპანენკო, ფრედი; მარლოსი, ალექს ტეიშეირა, ბერნარდი; გლადკი
“მალმე” (4-4-2): ვილანდი; ტინერჰოლმი, ბენგსტონი, არნასონი, კონატე; ეიკრემი, ადუ, ლევიცკი, ბერგეტი; როზენბერგი, ჯურჯიჩი
მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)
B ჯგუფი
“მანჩესტერ იუნაიტედი” – ცსკა
“მანჩესტერ “იუნაიტედს” ჯგუფიდან გასვლა თუ უნდა, მაშინ მოსკოვის ცსკას შინ უნდა მოუგოს. ლუის ვან გაალის გუნდს მხოლოდ 4 ქულა აქვს და ეს შედეგი “წითელი ეშმაკებისთვის” მისაღები არ უნდა იყოს. ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ტურში “მანიუ” გასვლაზე “კრისტალ პალასს” დაუზავდა (0:0). მათი მეტოქე კი კარგ ფორმაშია. ცსკას რუსეთის პრემიერლიგაში უკვე 21 თამაშია არ წაუგია.
სავარაუდო შემადგენლობები:
“მანჩესტერ იუნაიტედი” (4-2-3-1): დე ხეა; დარმიანი, სმოლინგი, ბლინდი, როხო; ქერიკი, შვაიშტაიგერი; მატა, რუნი, ფელაინი; მარსიალი
ცსკა (4-4-2): აკინფეევი; მარიო ფერნანდესი, ა. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენიკოვი; ვერნბლუმი, ტოშიჩი, ერემენკო, ძაგოევი; მუსა, დუმბია
მსაჯი: სჟიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)
პსვ – “ვოლფსბურგი”
გერმანიის ვიცე-ჩემპიონი “ვოლფსბურგი” პოზიციის განმტკიცებას ეცდება. დიტერ ჰეკინგის შეგირდებს 6 ქულა აქვთ და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ. თავის მხრივ “ეინდჰოვენი” თუ მოიგებს, ქულებით დღევანდელ მეტოქეს გაუტოლდება და პლეი-ოფისკენ ერთ ნაბიჯს გადადგამს. აღსანიშნავია, რომ ფილიპ კოკუს გუნდმა ერედივიზიონის ბოლო ორ ტურში 12 გოლის გატანა შეძლო. ცუდი ფორმაში არც “მგლები” არიან და ბუნდესლიგაში ჩემპიონთა ლიგის ზონაში დამკვიდრდა.
სავარაუდო შემადგენლობები:
პსვ (4-3-3): ზოეტი; ბრენეტი, მორენო, ბრუმა, არიასი; გუარდადო, ჰენდრიქსი, პროპერი; ლოკადია, დე იონგი, ნარსინგი
“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; ტრეში, ნალდო, დანტე, როდრიგესი; ლუის გუსტავო, არნოლდი; კალიჯური, დრაქსლერი, შურლე; დოსტი
მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)
C ჯგუფი
“ასტანა” – “ატლეტიკო”
მე-4 ტურის პირველი მატჩი “ასტანასა” და “ატლეტიკოს” შორის გაიმართება. ყაზახურის საუკეთესო გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ქულები დაგროვებას მადრიდის “ატლეტიკოსთან” აპირებს. სტანიმირ სტოილოვის შეგირდებს ქულა აქვთ და წესით წარმატების მიღწევა ესპანურ “ატლეტიკოსთან” უნდა გაუძნელდეს. თავის მხრივ, “როხიბლანკოს” 3 ქულა ჰაერივით სჭირდება, რადგან ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა აქვს დაგეგმილი. დღეს თუ ყაზახეთის ჩემპიონი წააგებს, ხოლო ჯგუფის მეორე შეხვედრაში “ბენფიკა” გაიმარჯვებს, “ასტანა” ჯგუფში ჩარჩება.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ასტანა” (4-4-2): ერიკი; ილიჩი, ანიჩიჩი, პოსტნიკოვი, შომკო; მაკსიმოვიჩი, ცანაში, ჟუკოვი, კეტევეოამა; ჯოლჩიევი, ნუსერბაიევი
“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; გამესი, სავიჩი, გოდინი, სიკეირა; საულ ნიგესი, გაბი, კოკე, ფერეირა-კარასკო; გრიზმანი, ტორესი
მსაჯი: ანტონი ტეილორი (ინგლისი)
“ბენფიკა” – “გალათასარაი”
ლისაბონის “ბენფიკას” ორი კვირის წინ სტამბულში განცდილი მარცხისთვის რევანში მართებს. ამასთან, რუი ვიტორიას გუნდის მიზანი პლეი-ოფში გაღწევაა და ამ თამაშში ქულათა მაქსიმუმის აღება აუცილებელია. თურქებსაც იგივე მიზანი ამოძრავებთ და “და ლუჟზე” მოგება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელობა აქვს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ბენფიკა” (4-4-2): ჟულიო სეზარი; სილვიო, ლუიზაო, ჟარდელი, ელიზეუ; ანდრე ალმეიდა, პიცი, გუედეში, გაიტანი; ხონასი, რაულ ხიმენესი
“გალათასარაი” (4-2-3-1): მუსლერა; დენაიერი, ჩეჯუ, ჰაკან ბალტა, ოლჩან ადინი; ინანი, ბილალ კისა; პოდოლსკი, სნეიდერი, ოზტეკინი; ბურაკ ილმაზი
მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)
D ჯგუფი
“გლადბახი” – “იუვენტუსი”
“ბორუსია პარკზე” დიდებულ ფორმაში მყოფი “გლადბახი” ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლებს და იმედოვნებს, რომ პირველ გამარჯვებას მოიპოვებენ. ანდრე შუბერტის ბიჭებმა ბუნდესლიგაში მიჯრით 6 თამაში მოიგეს და მართლაც გასაოცარ ფორმაში იმყოფებიან. ტურინის “იუვენტუსს” კი პირიქით: კარგი დროება ნამდვილად არ უდგას და ბოლო დროს გახშირდა საუბრები მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლების შესახებაც. ეს მიუხედავად იმისა, რომ “ბებერი ქალბატონი” 7 ქულით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.
სავარაუდო შემადგენლობები:
“გლადბახი” (4-4-2): სომერი; ნორდვეიტი, კრისტენსენი, დომინგესი, ვენდტი; ქსაკა, დაჰუდი, აზარი, იონსონი; რაფაელი, სტინდლი
“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ევრა; სტურარო, მარკიზიო, პოგბა; კუადრადო, მანჯუკიჩი, მორატა
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)
“სევილია” – “მანჩესტერ სიტი”
“სევილია” – “სიტის” თამაშში შეიძლება ითქვას 6 ქულიანია. “დალაქებს” პირველ ტურში მოგების მერე ქულა არ დაუგროვებია და თუ დღესაც დაუცდება ფეხი, მაშინ შეუძლია პლეი-ოფზე ფიქრს შეეშვას. ინგლისელებმა კი პირველ ტურში სახლში წაგების შემდეგ მიჯრით ორჯერ იმარჯვა და ახლა მეორე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ “ქალაქელებმა” ორივე გამარჯვება თამაშის ბოლო წუთებში გატანილი გოლით მოიპოვეს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“სევილია” (4-2-3-1): სერხიო რიკო; კოკე, რამი, კოლოჯეჩიაკი, ტრემოლინასი; ნ’ზონზი, კრიხოვიაკი; კონოპლიანკა, ბანეგა, ვიტოლო; ლორენტე
“მანჩესტერ სიტი” (4-2-3-1): ჰარტი; სანია, კომპანი, ოტამენდი, კოლაროვი; ტურე, ფერნანდინიო; ნავასი, დე ბრუინე, სტერლინგი; ბონი
მსაჯი: სვენ ოდვარ მოენი (ნორვეგია)