ფეხბურთი

11:43 | 3.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

უმჯობესია წავაგოთ, ვიდრე მოვიგოთ მოურინიოსთვის

ლონდონის “ჩელსის” სამზარეულოში რომ ყველაფერი რიგზე არაა და ჟოზე მოურინიო ჩვეულად ვეღარ ახერხებს სიტუაციის მართვას, აშკარაა და ამაზე გუნდის მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგებიც მეტყველებს.

ბრიტანული პრესა წერს, რომ პორტუგალიელი მწვრთნელით უკმაყოფილო ფეხბურთელები “განსაკუთრებულს” ბოიკოტს უცხადებენ და ამ ყველაფერის ერთ ერთ ინიციატორად სესკ ფაბრეგასი სახელდება.

goal.com-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ “ჩელსის” ფეხბურთელი, რომელმაც თქვა, რომ უმჯობესია წააგონ, ვიდრე მოიგონ მოურინიოსთვის, სწორედ ესპანელი ნახევარმცველია და ის არაა ერთადერთი, ვინც მწვრთნელის გადადგომას მოითხოვს.

ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება მოურინიოს შესაძლო შემცვლელთა კანდიდატურებიც, თავად პორტუგალიელმა კი პრემიერლიგის ბოლო ტურში “ლივერპულთან” მარცხის (1:3) შემდეგ არაერთხელ გაიმეორა, რომ სათქმელი არაფერი აქვს და არც სამსახურის დაკარგვა აშინებს.

“ჩელსი” პრემიერლიგის 11 ტურში მოპოვებული 11 ქულით სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა და სახიფათო ზონას მხოლოდ 4 ქულა აშორებს.

0.118484