ის ის იყო ვიფიქრეთ, როგორც იქნა ირინა შეიკის სახელის სპორტთან და საფეხბურთო ვარსკვლავებთან დაკავშირება საბოლოოდ ჩაბარდა წარსულსო, რომ ახლა უკვე თავად ირინამ ამოიდგა ენა და განაცხადა, რომ ადრე, კრიშტიანუს ტრფობის პარალელურად მას ასევე ერთ-ერთი ცნობილი ფეხბურთელიც ეკურკურებოდა და ეს კურკური დღესაც გრძელდება.
თუკი ამ თვალისმომჭრელი სილამაზის მოდელის წარსულის დღეებს გადავხედავთ, შეიძლება ეჭვი კრიშტიანუს საუკეთესო მეგობარზე და მადრიდის ”რეალში” მის ყოფილ თანაგუნდელზე, ლეგენდარულ იკერ კასილასზე მივიტანოთ, რომელთანაც ირინა შეიკს საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა.
როგორც იცით, იკერის გული ბოლო წლებია დაკავებულია და იგი ალბათ არასოდეს დაადასტურებს იმას, რომ მეგობრის გულისსწორს უჟუნებდა თვალებს. მაშ აბა სხვა ვინ? იქნებ ირინა ცდება? იქნებ არ ცდება და ახალი სკანდალის ასატეხად ამბებს იგონებს? იქნებ სიზმარიც არ იყო კნიაზჯან?...