კალათბურთი

23:11 | 2.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ქართული” დუელი თურქულ ლიგაში

თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ერთმანეთს მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკა” და ვიქტორ სანიკიძის “ტედ ანკარა კოლეჯლილერი” შეხვდნენ და მასპინძლებმა 82:69 იმარჯვეს.

სასიხარულოა, რომ ქართველი კალათბურთელები მოედანზე შესამჩნევი ფიგურები იყვნენ. მარკოიშვილმა 24:39 წუთს ითამაშა და 15 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.

მანუჩარმა 4-დან 1 ორქულიანი, 6-დან 4 სამქულიანი და 2-დან საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

პერიმეტრიდან კარგად უტევდა სანიკიძეც, რომელმაც 4-დან 3 სამქულიანი გამოიყენა, თუმცა, საშუალო დისტანციიდან ვერ ივარგა. ვიკამ 9-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმოც ჩააგდო და საბოლოოდ, 12 ქულას 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 დაფარება წაამატა.

“დარუშაფაკას” 2 მოგებით და ამდენივე წაგებით 16-გუნდიან ლიგაში მე-4 ადგილი უკავია, “ტედ ანკარა კოლეჯლილერი” კი ოთხ ტურში ერთადერთი გამარჯვებით, ჯერჯერობით, მეშვიდეა.

მე-5 ტურში, რომელიც 7-8 ნოემბერს შედგება, სანიკიძის კლუბი “ქონიასპორს” დაუხვდება, “დარუშაფაკა” კი “იესილგირესუნს” უმასპინძლებს.

0.116651