ფრანგი სპეციალისტი რემი გარდი “ასტონ ვილას” გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია ბირმინგემული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
49 წლის მწვრთნელმა ახალ კლუბთან 3.5 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
გარდი 2011-2014 წლებში “ლიონს” ედგა სათავეში და მას შემდეგ უმუშევარი გახლდათ.
“ასტონ ვილას” 10 თამაშის შემდეგ 4 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება, რის გამოც ტიმ შერვუდს გასულ კვირას კარისკენ მიუთითეს.