ფეხბურთი

14:47 | 2.11.2015 | ნანახია NaN - ჯერ

უეფას წარმომადგენლები სფფ-ის პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს შეხვდნენ

უეფა-ს ქალთა ფეხბურთის მიმართულების კოორდინატორი პრისილა იანსენ–სალაზარ ჰევიტი კვლავ თბილისშია. უეფას წარმომადგენელი საქართველოში ამჯერად ემილი შოუსთან, უეფას ქალთა ფეხბურთის განვითარების მენეჯერთან ერთად ჩამოვიდა. უეფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ახალი, საპილოტე პროგრამის განხორციელებას შეუდგება, რომლის მიზანიც საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარებაა.

ახალი პროექტის დაწყებამდე, მოსამზადებელი სამუშაოების დასაგეგმად სტუმრები უეფადან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს და გენერალურ მდივანს დავით მუჯირს შეხვდნენ.

„ჩემი დამოკიდებულება ქალთა ფეხბურთის მიმართ ცნობილია. ჩვენ მზად ვართ ყველანაირად ხელი შევუწყოთ საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარებას. უეფასთან ერთად იგეგმება სპეციალური პროექტი. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის აუცილებელია ქვეყნის რეგულარული ჩემპიონატის დაწყებაც“, - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

პრისილა იანსენმა კმაყოფილება გამოთქვა იმ გარემოებით, რომ მისი წინანდელი ვიზიტის შემდეგ ქალთა ფეხბურთში მცირედი, მაგრამ ცვლილებები შეიმჩნევა. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები „ევრო 2017“–ის ბოლო შეხვედრებში და ამ თამაშებისთვის მოსამზადებელი პერიოდში ახალი, „ჟომას“ ეკიპირებით წარსდგა საზოგადოების წინაშე.

„ახალ პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან საქმიანი და საინტერესო შეხვედრა გქვონდა. მიხარია, რომ მდგომარეობამ ოდნავ დაიწყო გამოსწორება. ამაზე ნაკრებისთვის ქალის ხაზის სპორტული ეკიპირებით აღჭურვაც მეტყველებს. ეს არის დიდი ნაბიჯი, ქალთა გუნდისთვის, რომ მათ თავდაჯერება მოემატოთ. საჭიროა გააგრძელოთ სკოლბურთის მიმართულებითაც მუშაობა. ეს უნდა იყოს გრძელვადიანი პროექტი და პირველ ყოვლისა მშობელთა განათლებაზე ორიენტირებული, რომ მათ გოგონების საფეხბურთო სექციებში გამოშვება არ მოერიდოთ. ქალი ფეხბურთელების მზადება საბავშვო ასაკიდან უნდა გახდეს აუცილებელი“, – აღნიშნა პრისილა იანსენმა.

საჭიროა დისციპლინა, თუნდაც ის, რომ უკვე მწვრთნელებმა გააკონტროლონ გუნდის იმიჯი ვარჯიშისა და თამაშის დროს. გუნდი უბრალო ვარჯიშის დროსაც კი ერთნაირი სანაკრებო ფორმით უნდა იყოს შემოსილი. საჭიროა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უფრო აქტიურად ჩაერთოს უეფასა და ფიფას მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროექტებში. რაც ქალთა ფეხბურთს საქართველოში უფრო ცნობადს გახდის. ასევე, არ იქნება ურიგო, თუ მამაკაცთა გუნდები რაღაც დონეზე ქალი ფეხბურთელებისთვის კარს გახსნიან. კარგი იქნება, თუკი მომავალში, სფფ–ს აღმასკომის წევრთა შორის ქალთა ფეხბურთის ინტერესების გამტარებელი იქნება“, – აღნიშნა ემილი შოუმ.

თავის მხრივ, საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნინო სორდიამ აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან უეფას ყველა რეკომენდაცია შეასრულონ. ამავდროულად, ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ საქართველოში აქტიურად დაიწყეს მუშაობა ქვეყნის რეგულარული ჩემპიონატის დებულებაზე და ეს, არც თუ შორეული მომავლის საკითხია.

თბილისში უეფა-ს ქალთა ფეხბურთის წარმომადგენლები კიდევ 2 დღე დარჩებიან.

სფფ–ის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:51 | 06.10.2021
Kobe Bean (21670)

შარშანდელს მიცემენ ამას და დაამშვიდებენ ცოტათი,წლევანდელი კი მივა პაპასთან)))რაც შეეხება წინა წლის გაუქმებას გასაუქმებელი იყო და სწორად მოიქცა ფრანსფუტბოლი.როგორ იყვნენ თანაბარ პირობებში გუნდები?ჯერ როცა სეზონი შეწყდა მაგდროს ლევანას ტრავმა ქონდა და მერე გერმანიამ ყველაზე ადრე დაიწყო-დაამთავრა ჩემპიონატი და გამწარებული მოემზადა ბაიერნი ლიგისთვის 2 თვის მანძილზე.საფრანგეთის ჩემპიონატი საერთოდ არ ჩატარებულა.ასე რომ სწორად მოიქცა ფრანსფუტბოლი შარშანდელი რომ გააუქმა თუმცა ლევანდოვსკის ეკუთვნის ერთი ოქროს ბურთი და თუ მიცემენ წინა წლისას ალალი იყოს

15:29 | 06.10.2021
KoRBeN DaLLaS (24838)

ჯერ შარშანდელი ალალად მოგებული მიეცით და წლევანდელზე მერე ვილაპარაკოთ ))
რატომ გააუქმეს ჯილდო, როცა ყველა ტურნირი ბოლომდე ჩატარდა და მოგების ყველა კანდიდატი თანაბარ პირობებში იყო ?

13:58 | 06.10.2021
sul2 (1773)

პრინციპში რატომაც არა. კიეზასაც მშვენივრად განვიხილავ ამ ჯილდოს კანდიდატად. ვნახოთ დეკემბრამდე კიდე თუ რამეს მოასწრებს.

0.10979