ფეხბურთი

14:05 | 2.11.2015 | ნანახია 3148 - ჯერ

“ჩელსი” კონტესა და მანჩინის კანდიდატურას განიხილავს

ლონდონის “ჩელსის” წარუმატებელი სერია გრძელდება და კლუბის ხელმძღვანელობაც აქტიურად ეძებს ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს შესაძლო შემცვლელს.

Corriere della Sera-ს ცნობით, ლონდონური კლუბის მწვრთნელობის კანდიდატთა შორის იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცი ანტონიო კონტე და მილანის “ინტერის” დამრიგებელი რობერტო მანჩინი არიან. ამასთან, პრიორიტეტ კანდიდატად “სკუადრა აძურას” მწვრთნელი ითვლება, რომელსაც იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე აკავშირებს.

“ჩელსიმ” პრემიერლიგაში ჩატარებული 11 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-15 ადგილზეა. გუნდი ვერც ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავს და სამი ტურის შემდეგ 4 ქულით მე-3 პოზიციაზეა. ლონდონელებმა ბოლო 4 თამაშიდან ერთი ფრედ დაასრულეს და ზედიზედ სამჯერ დამარცხდნენ.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:59 | 03.11.2015
gogssi (3755)

კონტე კი ააწყობდა საათივით გუნდს მარა დააცდის აბრამოვიჩიიი

16:25 | 09.07.2016
NGoLo KaNte (36472)

+

09:36 | 03.11.2015
BEERTRANCE (97819)

მგონი მართლა შეუდგა წყალი

23:32 | 02.11.2015
პინტურიჩიო10 (12662)

მანჩინის მოყვანას ობი მიკელი დანიშნონ ჯობია

10:34 | 03.11.2015
gionat (2245)

აუ მანჩინის თუ წაიყვანს აბრამა ინტერის გულშემატკივრის და ზოგადად იტალიური ფეხბურთის მადლს მოისხამს☺

23:45 | 02.11.2015
5_stars (11475)

კაი ეხლა რატო დასცინი, მათი გაჭირვებაც ეყოფათ

22:52 | 02.11.2015
silva (3725)

მანჩინიოოო))))

20:34 | 02.11.2015
AZARISHVILI (788)

აზარმა განაცხადა თუ მოუს არ გაუშვებენ საფხულში რეალში გადავალო რადგან მომბეზრდა მისი უაზრო გამონათქვამებიო, იმედია მოუს გაუშვებენ და გუარდიოლას თუ არა კონტე მაინც მოიყვანონ შესანიშნავი მწვრთნელია დაშლილი იტალიის ნაკრები ფეხზე დააყენა

14:53 | 02.11.2015
interista! (2044)

მოუ გამოუშვით მანჩინი წაიყვანეთ კი ბაზარი არაა იგებს თამაშებს მარა წაიყვანეთ თუ ძაან გინდათ და ნაგატომო საჩუქრად გადმოგეცემათ

14:19 | 02.11.2015
Futbol Club Barcelona Soci (129)

ამათგან რომელიმეს მოყვანას ისევ მოუს დარჩენა სჯობს.

16:26 | 09.07.2016
NGoLo KaNte (36472)

+

17:44 | 02.11.2015
gio yvinchila (413)

რატო კონტე მშვენიერი მწვრთნელია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123709