ფეხბურთი

13:01 | 2.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მესი “რეალთან” ვერ ითამაშებს

კატალონიური “ბარსელონას” არგენტინელ ლიდერ ლიონელ მესის, ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-12 ტურში მადრიდის “რეალთან” გასამართი მატჩის გამოტოვება მოუწევს.

თამაში 21 ნოემბერს უნდა გაიმართოს და პირვანდელი ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელს მუხლის ტრავმის მოშუშება მანამდე უნდა მოესწრო, მაგრამ, Sport.es-ის ცნობით, არგენტინელის აღდგენითი პროცესი მოსალოდნელზე ნელა მიმდინარეობს და “ბარსელონას” მწვრთნელები არ გარისკავენ, რათა ტრავმის რეციდივი არ გამოიწვიონ.

აღსანიშნავია, რომ ლეოს ჯერ სირბილიც არ დაუწყია და ფიზიოთერაპევტისა და მასაჟისტების დაკვირვების ქვეშ რჩება. მას შემდეგ, რაც ის სირბილს დაიწყებს, მწყობრში ჩასადგომად კიდევ 3-4 კვირა დასჭირდება.

0.108818