ფრანგული პსჟ-ს ფეხბურთელები, ბრაზილიელი მცველი მარკინოსი და არგენტინელი ნახევარმცველი ხავიერ პასტორე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში, მადრიდში “რეალის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ.
21 წლის ბრაზილიელმა ბარძაყის ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო, ხოლო 26 წლის არგენტინელს კონიუქტივიტი გაუჩნდა. ცნობილია, რომ მარკინოსს დაცვის ცენტრში თანამემამულე დავიდ ლუისი შეცვლის, რომელმაც ტრავმა მოიშუშა.
ლორან ბლანის გუნდის სამი ტურის შემდეგ “რეალის” მსგავსად 7 ქულა აქვს და მასთან პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.