კატალონიურმა “ბარსელონამ” ჰელოუნის კოსტიუმებით მოწყობილი ხუმრობისთვის “ხეტაფეს” ოფიციალური ბოდიში მოუხადა.
საქმე ასე იყო: ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-10 ტურის მატჩში სტუმრად “ხეტაფეს” 2:0 დამარცხების შემდეგ, “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ჰელოუნის დღესასწაულისთვის განკუთვნილი ფორმები გადაიცვეს და პრესკონფერენციის მსვლელობისას დარბაზში შეცვივდნენ.
კატალონიური კლუბის ფეხბურთელების ასეთმა საქციელმა, “ხეტაფეს” მოთამაშეები გააბრაზა და ალჟირელმა ნახევარმცველმა მეჰდი ლასენმა განაცხადა:
“ისინი ძალიან ცუდად მოიქცნენ და ყველამ უნდა აგოს პასუხი საკუთარი საქციელისთვის. მე რომ “კამპ ნოუზე” მომეგო, ასე ნამდვილად არ მოვიქცეოდი. არ ვიცი წინასწარ დაგეგმეს თუ მერე მოიფიქრეს, მაგრამ მე მათ ვერანაირ შემთხვევაში ვერ გავამართლებ” - თქვა ლასენმა.
ახლა “ბარსელონამ” გააკეთა განცხადება, სადაც წერია, რომ მათ მოწინააღმდეგის შეურაცხყოფა აზრადაც არ მოსვლიათ, მათ დიდ პატივს სცემენ და მომხდარის გამო ბოდიშს იხდიან.