კალათბურთი

11:11 | 2.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას ორმაგი დუბლი და გამარჯვება ლოს ანჯელესში (+VIDEO)

“დალას მავერიკსმა” ლოს ანჯელესში “ლეიკერსს” 103:93 მოუგო, ზაზა ფაჩულიამ კი ორმაგი დუბლი შეასრულა.

ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 29 წუთი დაჰყო. ამ დროში მან გუნდს 16 ქულა, 12 მოხსნა, 1 პასი და ერთი ბლოკ-შოტი შესძინა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი და 10-დან 8 საჯარიმო სროლა ჩააგდო. აქვე უნდა ითქვას, რომ ზაზამ 4 პერსონალური ჯარიმა მიიღო, ბურთი სამჯერ დაკარგა და ერთხელ დააფარეს.

ფაჩულიამ “დალასთან ერთად” მესამე ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და ოჯერ ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა, რაც ძალიან კარგი შედეგია. “დალასი” 2 მოგებით და ერთი მარცხით ამ დროისთვის დასავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 25 ქულა ტეხასელთა ლიდერმა დირკ ნოვიცკიმ ჩააგდო. კობი ბრაიანტს 15 ქულა ჰქონდა.

მომდევნო მატჩში “დალასი” 4 ნოემბერს საკუთარ დარბაზში “ტორონტოს” დაუპირისპირდება, შეხვედრა თბილისის დროით 05:30 საათზე გაიმართება.

“ლეიკერსი” – “დალასის” მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები - VIDEO

0.120041