კალათბურთი

1:21 | 2.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველის გუნდმა სეზონში მე-2 მარცხი განიცადა

იტალიის სერია ა-ს მე-5 ტურში საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრ ნიკა მეტრეველის “ბეტალანდ კაპო დ’ორლანდო” “ვარეზეს” დაუხვდა და 62:66 წააგო.

ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა, საწყის წუთებში 3 პერსონალური ფოლი მიიღო და ამიტომ, მოედანზე ჩვეულზე ცოტა – 18 წუთი გაატარა.

მეტრეველმა სამქულიანი ჩააგდო, 3 ორქულიანი ააცილა და 3 ქულას 5 მოხსნა და 1 დაფარება წაამატა. ისიც ვთქვათ, რომ ნიკამ ბურთი 3-ჯერ დაკარგა.

ორლანდოლები ფაქტობრივად, მთელი მატჩის განმავლობაში ჩამორჩებოდნენ და მართალია, ბოლოსკენ სხვაობა ორ ქულამდე დაიყვანეს, სეზონში მე-2 მარცხს მაინც ვერ გადაურჩნენ.

მეტრეველის გუნდს 16-გუნდიან ლიგაში მე-7 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 8 ნოემბერს “პასტა რეჯია კასერტასთან” გამართავს.

0.124075