უკრაინის პრემიერლიგის XII ტურში “ჩერნომორეცმა” “სტალს” უმასპინძლა და შეხვედრის ბოლო წუთზე გატანილი გოლით ქულას გამორჩა (1:1). ოდესელთა შორის, დაცვის ცენტრში შეწყვილებულად თავიდან ბოლომდე ითამაშეს გიორგი გადრანმა და დავით ხოჭოლოვამ. “ჩერნომორეცს” 8 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა.
ლუცკის “ვოლინი” შინ “გოვერლას” დაუზავდა (0:0). მასპინძელთა შორის თავიდან ბოლომდე ითამაშა შემტევმა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ. “ვოლინს” 18 ქულით მეექვსე პოზიცია უკავია.
დავით თარგამაძის “ოლექსანდრიაც” სახლში პოლტავას “ვორსკლასთან” ფრეს გამორჩა. თარგამაძე ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და მე-80 წუთზე შეცვალეს, როცა ანგარიში 1:1 იყო. “ოლექსანდრიას” 13 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა.
ჩეხეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში 90 წუთი ითამაშა ლევან ყენიამ. მისმა “სლავიამ” კი გასვლაზე “ტეპლიცეს” 86-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით მოუგო. “სლავიას” 19 ქულა დაუგროვდა და მეხუთე პოზიციაზეა.
კვიპროსის ჩემპიონატში პირველი თამაში წააგო უჩა ლობჟანიძის “ომონიამ”. არადა, ნიქოზიელები ლარნაკას “აეკთან” საგარეო მატჩში თავიდან იგებდნენ კიდეც, თუმცა მაინც წააგეს (1:2). ლობჟანიძე სტუმართა შორის შეუცვლელად გაისარჯა. “ომონიას” 8 თამაშში 15 ქულა გააჩნია და მეხუთეა.
რუსეთის პრემიერლიგის XIV ტურში მოულოდნელად შინ წააგო მოსკოვის “სპარტაკმა”, რომელიც “ურალთან” (0:1) დამარცხდა. “სახალხო გუნდის” შემადგენლობაში ისევ არ გამოჩენილა ჯანო ანანიძე. ქართველი შემტევი ტრავმირებულია. “სპარტაკს” კი 23 ქულით მეხუთე ადგილი უკავია.
ნორვეგიის ტიპელიგაში გიორგი გოროზიას “სტაბეკმა” დრამატულ ბრძოლაში “სტარტს” 3:2 მოუგო. 20 წლის ქართველი ფეხბურთელი თადარიგში იყო, თუმცა მოედანზე არ გასულა. “სტაბეკს” 29 ტურში 56 ქულა აქვს და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე “სტრომგოდესტსთან” ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ესენი ვინ არიან.. ყენია მართლა გამორჩეულია ..
მიდი ყენო, გბალელშიკობთ
ყენო მიდი არ დანებდე, შენ რო ტალანტი გაქვს იმას ასეთი მძიმე ტრავმებიც კი ვერ გადაწონის.
ადმინ გუგლში გუნდის სახელს ჩაწერ (ნაციონალური სფელინგით (ვიკიპედიაში შეძლებ ნახო როგორც იწერება))
შემდეგ დააჭერ ვიდეოს
შემდეგ ძიების ინსტრუმენტში მონიშნავ გასულ დღეს დაუეჭველი იპოვნი ვიდეოს - თუ ერაყის ჩემპიონატის გუნდთან არ გექნება საქმე
stripslashes((strlen('http://isport.blesk.cz/clanek/fotbal-synot-liga-rocnik-2015-16/250967/cely-sestrih-slavia-uderila-v-zaveru-vyhru-v-teplicich-trefil-bilek.html')>0?'http://isport.blesk.cz/clanek/fotbal-synot-liga-rocnik-2015-16/250967/cely-sestrih-slavia-uderila-v-zaveru-vyhru-v-teplicich-trefil-bilek.html':'http://isport.blesk.cz/clanek/fotbal-synot-liga-rocnik-2015-16/250967/cely-sestrih-slavia-uderila-v-zaveru-vyhru-v-teplicich-trefil-bilek.html'))
აქ არის სლავიას (ყენიას გუნდი) თამაშის მიმოხილვა და ყველაზე ხშირად სწორედ ყენიაა ყურადღების ცენტრში
ყველას რო ექნება პრაქტიკა მერე ნახეთ როგორ დაეტყობა ნაკრების თამაშს
მეორე ტაიმს ვუყურე ყენია ძველ კონდიციებს იბრუნებს ეტყობა რომ ნაკრების გამოცოცხლება კარგად მოქმედებს ბიჭებზე
სად უყურე ? ვიდეო არის სადმე ?
ვიტესმა მაინც წაიყვანოს ოქრიაშვილი მერე ნახეთ რა შედეგს დადებს ოქრი
აქამდე რა უშლიდა ხელს?
კლიმატი.დდდდდ
ოქრის თუ შედეგის დადება უნდოდა, ჰქონდა შანსი არანაკლებ ლიგაში. აი ვიტესს კი ანანიძე მოუხდება მაგრად, და ანანიძესაც მოუხდება ჰოლანდიური ლაღი ფეხბურთი.
ჰოლანდიაში უფრო გაიხსნება ასე ვფიქრობ
ადმინ, "სლავიას" გამარჯვება ვის აინტერესებს??? შენ, ის დაწერე როგორ ითამაშა....
ჯანოს ასეთი რა ტრავმა აქვს??? სამწუხაროა, ნაკრებში, ახალ პოზიციაზე მშვენიერი იყო...
წარმატებები