გიორგი არაბიძის “მალმეს” კარში გატანილი გოლი ოქტომბრის თვეში “შახტარის” საუკეთესო გოლებს შორისაა ნომინირებული. დონბასური გუნდის ვებგვერდი გამოკითხვას აწყობს, რომლის მიხედვითაც გაირკვევა გასულ თვეში ამ კლუბის ფეხბურთელების მიერ გატანილი ყველაზე ლამაზი გოლის ვინაობა.
განსაკუთრებულად კი უკრაინულ გუნდში სამი გოლი გამოარჩიეს და მათ შორისაა გიორგის შორეული გასროლა უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე შვედური “მალმეს” კარში. მის გარდა, საუკეთესო სამ გოლში (VIDEO) “ტერნოპოლის” კარში ვასილი კობინის გოლი და “ზორიასთან” თამაშში ტარას სტეპანენკოს მაკრატელა გამოარჩიეს.
“შახტარის” საუკეთესო გოლისთვის ხმის მიცემა კი მოცემულ ბმულზე შეგეძლებათ: