კალათბურთი

21:06 | 1.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვითა” “ლოკომოტივთან” 13 ქულით დამარცხდა

ვთბ-ლიგაში მოთამაშე თბილისის “ვითამ” ტურნირის სტარტზე ზედიზედ მე-6 მარცხი განიცადა, თუმცა, ერთ-ერთ ფავორიტ ყუბანის “ლოკომოტივს” ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია.

მატჩში გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც რუსულმა კლუბმა 11:0 “გაქცევით” დაიწყო, საბოლოოდ კი, თბილისის სპორტის სასახლეში, სადაც მხოლოდ ხუთასამდე ქომაგი შეიკრიბა, 76:63 იმარჯვა.

მასპინძელთა შორის საუკეთესო ამერიკელი დარიუს კარტერი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი (20 ქულა, 11 მოხსნა) მიითვლა. ტრიპლ-დაბლთან იყო ახლოს “ვითას” კიდევ ერთი ლეგიონერი პიერია ჰენრი – 8 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი.

ქართული კლუბი ლიგაში ერთადერთია, რომელსაც გამარჯვება არ უზეიმია. “ვითა” მომდევნო მატჩს 8 ნოემბერს ჩაატარებს, როდესაც კიდევ ერთ რუსულ კლუბ – ყაზანის “უნიკსს” დაუხვდება.

“ვითა” – “ლოკომოტივი” (ყუბანი, რუსეთი) 63:76 (21:19, 13:17, 15:23, 14:17)

“ვითა”: მაისურაძე (9 წ. 3 ქ.), ბოქოლიშვილი (25 წ. 11 ქ.), კარტერი (35 წ. 20 ქ. 11 მ.), ჰენრი (36 წ. 8 ქ. 11 მ. 7 პ.), ანიკიენკო (28 წ. 4 ქ. 6 მ.); ჩლაიძე (3 წ.), რევაზაშვილი (1 წ.), შენგელია (13 წ.), ლიპოვი (16 წ. 3 ქ.), ტერნერი (35 წ. 14 ქ.);

მწვრთნელი: პაველ გოოგე.

თამაშის შემდეგ

პაველ გოოგე (ვითა): “გვაკლია გამოცდილება, გვაკლია ის, რაც მოაქვს ამ გამოცდილებას. მოგება გვინდა და მჯერა, რომ მოვიგებთ”.

გეორგიოს ბარცოკასი (ლოკომოტივი): “შედეგით კმაყოფილი ვარ. მოვიგეთ და ეს მთავარია. საინტერესო მომენტები იყო და პრინციპში, ყველაფრით კმაყოფილი არ ვარ. “ვითა” მოუმატებს”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.106769