ფეხბურთი

22:39 | 1.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

"შტუტგარტმა" და "ჰანოვერმა" ბოლოსკენ იმძლავრეს

გერმანიის ბუნდესლიგის XI ტური ტრადიციულად ორი შეხვედრით დასრულდა. “მერსედეს ბენც არენაზე” "შტუტგარტმა” დებიუტანტი “დარმშტადტი” ბოლოში გატეხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მიითვალა. “შვაბებს” სამი ქულის მოპოვებაში სტუმართა ავსტრიელი მცველი გრიგორი გარიჩსი დაეხმარა, ვინაც 68-ე წუთზე ავტოგოლი გაიტანა. თამაშის ბოლო წუთზე კი მასპინძელთა გამარჯვებას დამაჯერებელი სახე ვერნერმა მისცა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

ტურის დასკვნით შეხვედრაში კი “ჰამბურგმა” “ჰანოევრთან” შინ წააგო. არადა, მასპინძლები დასაწყისშივე წინ გავიდნენ და უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ 59-ე წუთზე იაპონელმა კიოტაკემ პენალტით გაათანაბრა, ხოლო ცოტა ხანში სანემ გამარჯვების გოლო შეაგდო და “ჰამბურგის” არასტაბილურობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

“შტუტგარტი” – “დარმშტადტი” 2:0 (0:0)

შტუტგარტი, “მერსედესბენც არენა”

მაყურებელი: 55 200

“შტუტგარტი” (4-3-1-2): ტიტონი; კლეინი, სუნჯიჩი, ბაუმგარტი, ინსუა; დიე (კლიმენტი (63), შვააბი, გენტნერი; დიდავი (ჰლუსეკი 87); ვერნერი, ჰარნიკი (მაქსიმი 31)

მწვრთნელი: ზორნიგერი

“დარმშტადტი” (4-4-1-1): მატეინია; გარიჩსი, სულუ, კალდიროლა, დიასი; ჰელერი, ნიემაიერი (ვრანჩიჩი 80), გონდორფი, რაუში (კემპე 71); როზენტალი (სტოჰ-ენგელი 84), ვაგნერი

მწვრთნელი: შუსტერი

გოლები: 1:0 გარიჩსი (68, ა.გ), 2:0 ვერნერი (90)

გაფრთხილება: ტიტონი (33), დიე (54), კლიენი (58) – გარიჩსი (61), დიასი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (4) – 17 (5) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 2:6

მსაჯი: ჰარტმანი

“ჰამბურგი” – “ჰანოვერი” 1:2 (1:0)

ჰანოვერი, “ვოლკსპარკშტადიონი”

მაყურებელი: 54 000

“ჰამბურგი” (4-4-2): ადლერი; დიკმაიერი, ჯურუ, სპაჰიჩი, ოსტრზოლეკი; დიასი, ჰოლტბი (კლებერი 88), გრეგორიტში (ილიჩევიჩი 73), მიულერი; შიპლოკი (ოლიჩი 81), ლასოგა

მწვრთნელი: ლაბადია

“ჰანოვერი” (4-2-3-1): ცილერი; საკაი, მარსელო, შულცი, ალბორნოზი; სანე, შმიედებახი (მაქსიმი 46); ანდრეასენი, კიოტაკე (ფელიპე 83), კლაუსი (ბეხი 46); სობიეხი

მწვრთნელი: ფრონტცეკი

გოლები: 1:0 გრეგორიტში (9), 1:1 კიოტაკე (59, პენ), 1:2 სანე (67)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (4) – 5 (2) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: სტეგემანი

თეგებიბუნდესლიგა
0.116666