კალათბურთი

19:34 | 1.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 6 ქულა და მარცხი მადრიდში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-4 ტურში გიორგი შერმადინის “მორაბანკ ანდორა” მადრიდში “ფუენლაბრადას” ესტუმრა და 72:78 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 24:42 წუთში 6 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. შერმადინმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ანდორელებს 3 მარცხის წილ 1 გამარჯვება შერჩათ და 18-გუნდიან ლიგაში მე-13 ადგილამდე დაქვეითდნენ, ერთ-ერთი ლიდერი კი თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” გახლავთ, რომელმაც მიჯრით მე-4 გამარჯვება “გრან კანარიასთან” იზეიმა – 77:67.

ბასკური კლუბის ქართველ ლეგიონერს ტრავმის გამო ისევ არ უთამაშია, მის არყოფნაში კი, მასპინძლებს ფაბიენ კოსიემ (16 ქულა), მაიკ ჯეიმსმა (13) და იოანის ბურუსისმა (12) ულიდერეს.

მომდევნო ტურში, 8 ნოემბერს, “ანდორა” “ბარსელონას” დაუხვდება, ხოლო “ლაბორალ კუჩა” ასევე დაუმარცხებელ “ვალენსიას” ესტუმრება.

0.115165