მადრიდის “რეალის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანუ რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებულ დროს იხსენებს და აღნიშნავს, სერ ალექს ფერგიუსონთან და კლუბის ლეგენდებთან ერთად მუშაობამ მის წარმატებაზე დიდი გავლენა იქონია.
“ფერგიუსონისგან ბევრი რამ ვისწავლე. ერთ-ერთი დავალება რაც მქონდა უნდა მიმეღო გადაწყვეტილება, როდესაც მოედნანზე სწრაფ გადაწყვეტილებებს იღებ, მაშინ დიდი მოთამაშე ხარ. გააკეთე გადაცემა – ყოველთვის მეუბნებოდა სერ ალექსი. შოტლანდიელს ყოველთვის ვეკონტაქტები, იგი დიდებული პიროვნებაა და მწვრთნელი.” – განუცხადა The Times Magazine-ს რონალდუმ.
პორტუგალიელი “მანჩესტერში” სამუშაოსადმი მიდგომას აქებს. კრიშტიანუმ თავის დროზე კლუბის ლეგენდებს მიბაძა და ვარჯიშზე ერთი საათიოთ ადრე მიდიოდა.
“”მანჩესტერში” ყოფნა ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. ბიჭები საწვრთნელ ბაზაზე ყოველთვის ერთი საათით ადრე მიდიოდნენ. პოლ სქოულზი და გარი ნევილი ამის დიდი მაგალითები იყვნენ. ნევილი ყველაზე პროფესიონალი ფეხბურთელი გახლავთ, ვინც კი მინახავს. ასეთი მიდგომით ეს ფეხბურთელები უმაღლეს დონეზე 10 წელიწადიამიტომაც თამაშებდნენ. რაიან გიგზისგანაც ბევრი ვისწავლე. საბოლოოდ მეც მათნაირად ადრე მივდიოდი ვარჯიშზე, მუყაითად ვვარჯიშობდი და ჩემზე დიდი ფეხბურთელებისგან ბევრი ვისწავლე.”
რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” 2003 წლიდან 2009 წლამდე თამაშობდა და პრემიერლიგის ტიტული სამჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ერთხელ მოიგო. “წითელი ეშმაკების” რიგებში თავდამსხმელმა 292 მატჩში 118 გოლი გაიტანა.