“ლესტერი” თავდამსხმელი ჯემიე ვარდი “ვესტ ბრომვიჩთან” გატანილი გოლით გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგის ისტორიაში ზედიზედ რვა მატჩში თავი გამოიჩინა. წინა შედეგები დანიელ სტარიჯს და რუდ ვან ნისტელროის (ორჯერ) ეკუთვნით.
მე-11 ტურში “მელიებმა” “ალბიონი” სტუმრად 3:2 დაამარცხეს. ინგლისის ეროვნული ნაკრების მოთამაშემ თავი 77-ე წუთზე გამოიჩინა. ბომბარდირთა დავაში ვარდი 11 გოლით ლიდერობს, მეორე და მესამე ადგილებს ოდიო იგალო (7) და რიად მაჰრეზი (7) ინაწილებენ.