ფეხბურთი

3:10 | 1.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სელტა” სამეულში დაბრუნდა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის მეორე სათამაშო დღეს ხუთი შეხვედრა გაიმართა, ხოლო ტური პარასკევს “რიასორზე” გამართული შეხვედრით გაიხსნა. მადრიდის “ატლეტიკომ” “დეპორტივოსთან” დაკარგა ორი ქულა, რითაც “სელტამ” ისარგებლა, “სოსიედადი” დაამარცხა და მე-3 ადგილი დაიბრუნა. “როხიბლანკოს” წაფორთხილებით ასევე ისარგებლეს “რეალმა” და “ბარსელონამ”, რომელთაც თავიანთი მატჩები მოიგეს და დიეგო სიმეონეს კრებულს ოთხ-ოთხი ქულით გაუსწრეს.

დღის გახსნითი შეხვედრა “სანტიაგო ბერნაბეუზე” შედგა, სადაც მადრიდის “რეალმა” “ლას პალმასთან” დაპირისპირებაში იოლი სამი ქულა მოიპოვა. მატჩის ოთხივე გოლი პირველ ნახევარში გავიდა. ანგარიში მე-4 წუთზე ახლო მანძილიდან ისკომ გახსნა, რასაც ათ წუთში კრიშტიანო რონალდუს ზუსტი თავური მოჰყვა. სტუმრებმა სხვაობის შემცირება ასევე თავური დარტყმით შეძლეს – კიკო კასილია ერნანმა დაამწუხრა. ბოლოს გოლის გატანა კი, ხესე როდრიგესმა 43-ე წუთზე მოახერხა – 3:1.

კატალონიური “ბარსელონა” კასტილიას ეწვია და “ხეტაფეს” დამარცხება მოახერხა. “ბლაუგრანამ” ორივე ტაიმში თითო გოლი იკმარა. ლუის ენრიკეს შეგირდემა პირველი ნახევარი ლუის სუარესის გოლით მოიგეს, რომელმაც ულამაზესი კომბინაცია დააგვირგვინა, ხოლო მეორე 45 წუთში ნეიმარმა გამოიჩინა თავი. აღსანიშნავია, რომ ორივე საგოლე გადაცემა სერხი რობერტომ მიითვალა.

ტურის ცენტრალური მატჩი “ელ მადრიგალზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ვილიარეალმა” “სევილიას” დამარცხება მოახერხა. “ყვითელ წყალქვეშა ნავებს” პირველი ტაიმი მარიო გასპარმა მოაგებინა. 61-ე წუთზე ბაკამბუმ სხვაობა გაზარდა, ხოლო 76-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ფერნანდო ლორენტემ ევგენი კონოპლიანკას კარგი თამაში დაუფასა და მის ჩაწოდებულს ზუსტი თავურით გამოეხმაურა. დარჩენილ დროში ანდალუსიელებს რეალური მომენტი აღარ ჰქონიათ, თუმცა მასპინძლებს შეეძლოთ გატანა – დენის სუარესის შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხამ აისხლიტა – 2:1.

“ვალენსიამ” ვალენსიურ დერბიში “ლევანტე” მიიღო “მესტალიაზე” და უკანასკნელ 25 წუთში გატეხა. შეხვედრის პირველ ნახევარში სტუმრები გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ და რამდენჯერმე შეეძლოთ გოლის გატანა. ერთ ეპიზოდში დომენეშმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და საკუთარი გუნდი იხსნა, როჟერმა ხარიხას გაარტყა, ხოლო ხუანფრანმა ოდნავ ააცილა. მეორე ნახევარში “ვალენსიამ” მოუმატა და 64-ე წუთზე პაკო ალკასერმა სოფიან ფეგულის წაქცევის გამო დანიშნული პენალტი გოლად აქცია. რვა ტურში უკვე ალჟირელმა მოახერხა გოლის გატანა, უფრო სწორად პაკოს არ აცალა გატანა და ზედ კარის ხაზთან შეეხო ბურთს, ხოლო მატჩის უკანასკნელი გოლი მე-80 წუთზე ზაქარია ბაკალიმ გაიტანა, რომელმაც საჯარიმოს გარედან შორეულ კუთხეში ლამაზი დარტყმით გაუტანა რუბენს – 3:0.

დღის უკანასკნელი შეხვედრა ძალიან საინტერესო, დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა. “სოსიედადი” საკუთარ მოედანზე აგირეჩეს დუბლის წყალობით ორჯერ უგებდა “სელტას”, რომელმაც გალისიურ კლუბს ასპასის დუბლით უპასუხა, ხოლო 89-ე წუთზე პაბლო ერნანდესმაც გაიტანა და ბასკები სულაც უქულოდ დარჩნენ – 2:3.

რეალი – ლას პალმასი 3:1 (3:1)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3): კასილია, ვარანე, რამოსი, დანილო, მარსელო, კროოსი (მეიორალი 87), მოდრიჩი (ვაზკესი 46), კასემირო, ხესე (მ.ლორენტე 80), ისკო, რონალდუ.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

ლას პალმასი (4-1-4-1): ვარასი, აიტამი, ბიგასი, სიმონი, გარიდო, ვ.გომესი, ერნანი (ტანაუსუ 64) მესა, ელ ჟარი (ნაუზეტი 68), ვიერა, ვ.ჟოზე (არაუხო 80).
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

გოლები: 1:0 ისკო (4), 2:0 რონალდუ (14), 2:1 ერნანი (38), 3:1 ხესე (43)
გაფრთხილებები: ერნანი, ვ.გომესი, აიტამი
მსაჯი: ხაიმე ლატრე

ვილიარეალი – სევილია 2:1 (1:0)

ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-4-2): არეოლა, რუისი, ბაილი (ბონერა 84), გასპარი, ხ.კოსტა, ტრიგეირასი (პინა 65), სორიანო, დენის სუარესი, ჯ.დოს სანტოსი, სოლდადო, ბაკამბუ (ნ.ლეივა 73).
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, კოლოძიეჩაკი, რამი, ტრემულინასი, კოკე (მარიანო 62), კრიხოვიაკი, იბორა (ფ.ლორენტე 70), კრონ-დელი (ნ’ზონზი 62), კონოპლიანკა, ვიტოლო, გამეირო.
მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 1:0 გასპარი (25), 2:0 ბაკამბუ (61), 2:1 ფ.ლორენტე (76)
გაფრთხილებები: ბაილი, ბაკამბუ, სოლდადო, ხ.კოსტა, რუისი – იბორა, რამი, კონოპლიანკა
მსაჯი: ხოსე სანჩესი

ვალენსია – ლევანტე 3:0 (0:0)

ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (4-2-3-1): დომენეში, ვეზო, სანტოსი, კანსელო (ბარაგანი 81), გაია, ფუეგო, გომეში, ე.პერესი (პარეხო 69), ფეგული, პიატი (ბაკალი 46), ალკასერი.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

ლევანტე (4-3-3): რუბენი, ხუანფრანი, დ.ნავარო, პ.ლოპესი, ტონიო, სიმაო, კამარასა (ხუმეტრა 81), ლერმა, მორალესი, როჟერი (გილასი 71), რ.გარსია (კასადედუსი 71).
მწვრთნელი: რუბი

გოლები: 1:0 ალკასერი (64 პენ.), 2:0 ფეგული (72), 3:0 ბაკალი (80)
გაფრთხილებები: ე.პერესი, გომეში – რ.გარსია, რუბენი
მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა

ხეტაფე – ბარსელონა 0:2 (0:1)

ხეტაფე, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ალექსისი, ვერხინი, დამიან სუარესი, ლაგო, ხ.როდრიგესი (მენსა 80), ლასენი, სარაბია (მ.გომესი 69), ლეონი (ლაფიტა 60), ვ.როდრიგესი, სცეპოვიჩი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მატიე, ალბა, ალვეში, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, რობერტო (რამირესი 76), ელ ჰადადი (ინიესტა 61), ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1 ლ.სუარესი (37), 0:2 ნეიმარი (58)
გაფრთხილებები: ალექსისი, ხ.როდრიგესი, დამიან სუარესი
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა

სოსიედადი – სელტა 2:3 (2:1)

სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-2-3-1): რული, მ.გონსალესი, ი.მარტინესი, ბერჩიჩი, ზალდუა, ილარამენდი, ბერგარა (ჩ.კასტრო 91), ზურუტუზა (ბრუმა 57), პრიეტო, ველა, აგირეჩე (ჯონათასი 85).
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, ს.გომესი, ფონტასი, მალიო, ხონი, რადოია, ვასი, პ.ერნანდესი, ორელიანა (მადინდა 91), ნოლიტო (პლანასი 93), ასპასი (გუიდეტი 83).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლები: 1:0;2:1 აგირეჩე (11;37), 1:1;2:2 ასპასი (17;56), 2:3 პ.ერნანდესი (89)
გაფრთხილებები: ზალდუა, ილარამენდი - რადოია, პ.ერნანდესი, ასპასი, ხონი
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი

თეგებილა ლიგა
0.272204