ძიუდო

19:34 | 31.10.2015 | ნანახია NaN - ჯერ

შავდათუაშვილის ბრინჯაოს გრან სლემი

აბუ დაბიში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე – გრან სლემზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ამირან პაპინაშვილის (60 კგ) მიერ გუშინ მოპოვებულ ოქროს დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ბრინჯაო შემატა. დღესვე ტატამზე უშანგი მარგიანი (81 კგ) და ესტერ სტამიც (70 კგ) გავიდნენ, მაგრამ საპრიზო სამეულს მიღმა დარჩნენ.

შავდათუაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და პუერტორიკოელ აუგუსტო მირანდას უილეთო შეხვედრაში გაფრთხილებების ლიმიტის ამოწურვით მოუგო. იტალიელ ენრიკო პარლატის იპონით სძლია. ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი კი მეოთხედფინალში დაკარგა, სამხრეთკორეელ ჩანგრიმ ანთან წაგებით. ამ უკანასკნელმა ნახევარფინალის საგზური ოქროს დროში ლაშას გაფრთხილების გამო მოიპოვა.

ბრინჯაოს გზაზე ქართველმა ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა (66 კილოგრამში) ესპანეთის ნაკრების წევრი კიოში უემაცუ და ჩინელი ინჯირიგალა საი ჩამოიცილა და პოდიუმთან ერთად 200 სარეიტინგო ქულაც გაინაღდა.

73 კილოგრამში გრან სლემი წაუგებლად სწორედ ჩანგრიმ ანმა ჩაამთავრა. ფინალში მან გერმანიის ნაკრების წევრ იგორ ვანდტკეს აჯობა.

უშანგი მარგიანი და ესტერ სტამი ტურნირს მერვედფინალიდან გამოეთიშნენ. მარგიანმა პოლონელი ლუკას ბლახის ძლევის შემდეგ რუსეთის ნაკრების წევრ ხასან ხალმურზაევთან წააგო. ესტერ სტამმა კი კანადელი მონიკა ბურგესი ჩამოიცილა და პირველ ნომრად განთესილ ჰოლანდიელ კიმ პოლინგთან დამარცხდა.

81 კილოგრამში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ბულგარელი ივაილო ივანოვი ავიდა, ხოლო 70-ში – გერმანელი ლაურა ვარგას კოხი.

ხვალ მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდება. კაცებში 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ქალებში კი 78 და +78 კილოგრამებში. საქართველოს ნაკრების წევრთაგან კიმონოს ალექსანდრე მსხალაძე (100 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ) მოირგებენ.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:30 | 13.12.2015
stoikovich (5984)

ჯაბა და ყვითელი განუყოფელია

14:35 | 13.12.2015
რაჭა (10043)

მეონა კარიერა დაამთავრა
წარმატებები

14:23 | 13.12.2015
ika_juve (1742)

მეთქი ბარსაში გადასულა და არ ვიცოდი DDDD

13:23 | 13.12.2015
barca_giorgi (385)

ცხადაძესაც და გელაშვილსაც ჯობია და ჯობდა ყოველთვის

14:06 | 13.12.2015
shakooo7 (2507)

მაგათ ნამდვილად ჯობია. მჭელიძესა და ვაწაძეს მერე მესამე ფორვარდია

14:43 | 13.12.2015
shakooo7 (2507)

და მარცვალაძის მერე კიდევ დამავიწყდა

14:35 | 13.12.2015
რაჭა (10043)

მე ქვილითაია მირჩევნია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064433