"მსოფლიო სპორტისთვის" ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი იაპონიის საკალათბურთო ლიგაში აპირებს თამაშს.
აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტება თავად ცქიტიშვილთან ვცადეთ, თუმცა მასთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ, ცქიტიშვილი ნბა-ს წევრ “ლოს ანჟელეს კლიპერსში” დამკვიდრებას ცდილობდა, შემდეგ კი, ჩინურ “ფუჯიანში” ჩარიცხვამდე სულ ცოტა დააკლდა. ქართველმა ფორვარდმა აზიურ კლუბში რამდენიმე საკონტროლო მატჩი ჩაატარა და წესით, კონტრაქტის გაფორმებას წინ არაფერი ედგა, თუმცა, “ფუჯიანმა” მასთან თანამშომლობა არ ისურვა, რის გასაჩივრებასაც ნიკას მხარე ფიბა-ში აპირებს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ცქიტიშვილი მოლაპარაკებას ისევ “ჩემპვილთან” აწარმოებდა, რომლის რიგებშიც ლიბანის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ჩამოყალიბდა.