ფეხბურთი

15:06 | 31.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაკამ სიმბოლური ნაკრები შეადგინა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ, რომელიც ამჟამად ამერიკული “ორლანდოს” ღირსებას იცავს, უეფას ვებგვერდისთვის თავისი მოსაზრებით სიმბოლური გუნდი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 11-ეულის არჩევა ბრაზილიელს მისი ყოფილი თანაგუნდელებისა და მოწინააღმდეგებისგანაც შეეძლო, თუმცა კაკას არჩევანი უმეტესად მაინც თანაგუნდელებზე შეჩერდა.

ძირითად სიმბოლურ ნაკრებში “მილანისა” და ბრაზილიის ნაკრების წევრები სჭარბობენ, რაც გასაკვირი სულაც არაა.

მეკარე: დიდა (ბრაზილია) – “იკერ კასილიასთან ერთად მითამაშია, მაგრამ დიდა წარმოუდგენელი იყო”, - თქვა “რიკიმ”.

მცველები: კაფუ (ბრაზილია), ალესანდრო ნესტა (იტალია), პაოლო მალდინი (იტალია), რობერტო კარლოსი (ბრაზილია)

ნესტასა და მალდინის შესახებ ვეტერანმა შემტევმა ცალკე ისაუბრა: “მცველები, რომლებიც ფეხბურთს განსხვავებულად ხედავდნენ. ისინი სამაგალითოები იყვნენ”.

ნახევარმცველები: ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი), ანდრეა პირლო (იტალია), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი) – “ზიდანს დაუჯერებელი საფეხბურთო ინტელექტი ჰქონდა, ინიესტას კი მოედანზე შეუძლებელის გაკეთება შეუძლია”, - ბრძანა კაკამ.

თავდამსხმელები: რონალდინიო (ბრაზილია), რონალდო (ბრაზილია), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) – “რონალდინიო იდეალური პარტნიორი გახლდათ, რონალდო დაუვიწყარი თავდამსხმელი, ხოლო კრიშტიანუსთან ერთად “რეალში” ვთამაშობდი. იგი განსაკუთრებული ფეხბურთელია, დღესდღეობით პლანეტაზე საუკეთესოა”, - ასე დაახასიათა კაკამ შეტევის ხაზი...

თეგებიკაკა
0.112744